ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა და ბათა ზედგინიძის ქორწილი 28 ივლისს გაიმართა. წყვილმა უამრავი მეგობარი დაპატიჟა. სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო და ვიდეო ვრცელდება ქორწილიდან, სადაც ჩანს, როგორ ერთობა წყვილი მეგობრებთან ერთად.
ჯვრისწერის ცერემონიაზე პატარძალს ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა.



თათა ვასაძე
ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა "სუხიშვილების" მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და "ტიკ-ტოკსაც" იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აზიარებდა თათა რჩეულთან, ბათა ზედგენიძესთან ერთად გადაღებულ კადრებსაც. ცოტა ხნის წინ კი წყვილის მეგობრებმა ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, რომ თათა და ბათა დაინიშნენ.
ვასაძეების ოჯახი
ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე გაიზარდა თბილისში, მთაწმინდაზე. 90-იან წლებში სწავლობდა და მუშაობდა როგორც რუსეთში, ისე აშშ-ში. არის კიკეთის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის“ დამაარსებელი და მმართველობის წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის მმართველობის წევრი, აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნესსკოლის სტუმარი ლექტორი საერთაშორისო ბიზნესში, ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული მოტორალის "ლონდონი-თბილისი" თანათავმჯდომარე ინგლისის ერლ-ლორდ პატრიკ ჯეიმზ კლანუილიამთან ერთად. აგრეთვე არის ყოველწლიური საქველმოქმედო „ქართული მეჯლისის“ დამფუძნებელი და მეურვეთა საბჭოს წევრი. ჰყავს მეუღლე და რვა შვილი.
ვასაძეებს მამის კერძო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი აქვთ დამთავრებული. უფროსი შვილი, ირაკლი ვასაძე, მორაგბეა. მისი ნათლია ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. კიდევ ერთი ვაჟი, გიორგი ვასაძეც, სპორტით - რაგბითაა გატაცებული.
თათა ვასაძე სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო-პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, თუმცა ამბობდა, რომ არქიტექტორობა სურდა.
თათას ბავშვობის მეგობარი და კლასელია ირინა ბაგრატიონი - ანა ბაგრატიონის უფროსი ქალიშვილი. ოჯახებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. საზოგადოებას, შევახსენებთ, რომ 2013 წელს საქართველოს სამეფო ოჯახმა მას რაინდის წოდება მიანიჭა. ლევან ვასაძე ფლობს ბრენდს "სამოსელი პირველი", სადაც ქართული ტრადიციული სამოსელი იკერება. თათა ვასაძე ოჯახური ბიზნესის ერთ-ერთი პროექტის სახე გახდა და გოგონა ტრადიციული შესამოსლით გადაიღეს...