დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ ყველას გვსურს, სასწრაფოდ ავიდეთ ტრანსპორტში, დავსხდეთ ნებისმიერ თავისუფალ ადგილას და მოვდუნდეთ სახლში მისვლამდე.
მაგრამ გაფრთხილებთ: რაც უნდა დაღლილი იყოთ, იცოდეთ, რომ ფეხმძიმე ქალი ყველაზე მეტად დაღლილია. შესაძლოა, ის სადმე უკანა კუთხეში დგას და ძლიერად მოსჭიდებია ძელს. მიმოიხედეთ.

ნიჭიერმა შანხაიელმა ილუსტრატორმა შიანგ ხემ მოიფიქრა, ნახატი-კომიქსებით ეჩვენებინა ადამიანებისთვის, რატომ უნდა დაუთმონ ტრანსპორტში ადგილი ფეხმძიმე ქალებს.
