ყურის ტკივილი გავრცელებული ჩივილია, რომელიც სხვადასხვა მიზეზით წარმოიშობა, გაციებით დაწყებული და ყურში წყლის მოხვედრით დამთავრებული.
ხშირად ყურის ტკივილით ბავშვები იტანჯებიან. გართულებები რომ აიცილოთ, მთავარია, სწრაფად და სწორად უმკურნალოთ. ჩვენ გთავაზობთ შესანიშნავ იდეას. ის ახალმოგონილი არაა, მაგრამ განახლებული მეთოდია და აუცილებლად მოგეწონებათ.
დაგჭირდებათ: 1/2 ჭიქა ზღვის ან ქვის მარილი და ბამბის წინდა.
1. მარილი წინდაში მოათავსეთ. შეგიძლიათ ორი წინდა გამოიყენოთ, ერთში მარილი ჩაყაროთ, მეორე ზემოდან ჩამოაცვათ.
2. მარილიან წინდას პირი კარგად მოუკარით. შეგიძლიათ ორი ნასკვი გაუკეთოთ.
3. მოათავსეთ მარილიანი წინდა ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე, ყოველი მხრიდან, 3 წუთის განმავლობაში, შეათბეთ. წინდა 100-პროცენტიანი ბამბისგან უნდა იყოს.
4. შეამოწმეთ წინდის ტემპერატურა, 60 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს.
5. მარილიანი წინდით ბავშვს ყური გაუთბეთ დღეში ორჯერ. ტკივილი მომენტალურად დაუამდება.
მიუხედავად იმისა, რომ მარილიანი წინდით ყურის გათბობა ეფექტიანი და ადვილი მეთოდია, ექიმის რეკომენდაციის გარეშე მას ნუ გაიკეთებთ.