200 გრამი ქაცვი გადაურიეთ შაქართან ერთად (გემოვნებით დაატკბეთ) მიღებული ნარევი შეინახეთ მაცივარში. აჭამეთ ბავშვს დღეში ორჯერ თითო ჩაის კოვზი.
ასკილის ნაყენი ბავშვს შემოდგომის დასაწყიდან უნდა დაალევინოთ. მკურნალობის კურსი 2 თვეა.
ნახევარი კილო სტაფილო და ჭარხალი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.
მოათავსეთ ქვაბში და იმდენი წყალი დაასხით, რომ ბოსტნეულს 2 თითის დადებაზე ფარავდეს წყალი. ნელ ცეცხლზე ადუღეთ ჭარხლის მოხარშვამდე. შემდეგ დაამატეთ თითო მუჭა ქიშმიში და კურაგა, 3-4 წუთი წამოადუღეთ.
გადმოდგით, გააგრილეთ და დაუმატეთ თაფლი (ტკბილი გემო უნდა ჰქონდეს). გააჩერეთ 12 საათი და გადაწურეთ. დაალევინეთ ბავშვს ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში.
ვიტამინებისა და მინერალების ნაკრები ასე მოამზადეთ: ერთნაირი რაოდენობით აიღეთ და ხორცსაკეპ მანქანაში დააქუცმაცეთ კურაგა, შავქლიავი, ქიშმიში, ლეღვის ჩირი და ნიგოზი.
მიღებულ მასას შეურიეთ 2 სადილის კოვზი თაფლი და ნახევარი ლომონის წვენი. მიღებული მასა შეგიძლიათ ჩაის კოვზით აიღოთ და მრგვალი ”კანფეტები” დაამზადოთ. ან ქილაში შეინახოთ. აჭამეთ ბავშვს თითო ჩაის კოვზი (ან ერთი ბურთულა) სასარგებლო წამალი დღეში 3-4-ჯერ დღეში.