ზამთარში, უამინდობის დროს, სამსახურიდან სახლში თოვლ-ჭყაპში სველი ფეხებით სიარულზე საშინელი არაფერია. გთავაზობთ ფეხსაცმლის სინესტისგან დამცავ მარტივ საშუალებას, რომლის გამოყენების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყებთ უსიამოვნო შეგრძნებებს.
როგორ გავხადოთ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი
დამუშავების მეთოდი კარგია როგორც შემოდგომა-ზამთრის სეზონის ტყავისა და ნუბუკის მოდელებისთვის, ასევე ნაჭრის კედებისა და ნებისმიერი სხვა ფეხსაცმლისთვის.
დაგჭირდებათ:
• პარაფინის სანთელი
• თმის საშრობი
• ფეხსაცმელი, რომელიც ატარებს წყალს
იხილეთ ვიდეო, სადაც დეტალურად არის აღწერილი პროცესი
ვინ იფიქრებდა, რომ ამ უსიამოვნო პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ და მხოლოდ ფეხსაცმელზე პარაფინის ან ცვილის წასმა და შემდეგ თმის საშრობით გაშრობა იყო საკმარისი!
დღეიდან თქვენი ფეხები თბილად და სიმშრალეში იქნება!