არომატულ, ახალმოხარშულ ყავას შეუძლია მთელი დღე აგავსოთ ენერგიით და აგიმაღლოთ განწყობილება. საუზმე და არა მხოლოდ ის, ბევრად სასიამოვნო და გემრიელი ხდება, როცა მას ამ სასმლით ვავსებთ.
მაგრამ თუკი უკვე მოგბეზრდათ ყოველ დილით ერთი და იგივე, ხსნადი თუ ნალექიანი ყავის დალევა, ჩაინიშნეთ ეს 6 რეცეპტი და მოიმზადეთ დილის არაჩვეულებრივი ყავა.
მომზადების წესი:
გახსენით ცოტაოდენ წყალში ვანილი. ჩაასხით ჯეზვეში წყალი. ჩაის კოვზი ჩაყავით ვანილიან ხსნარში და ამ კოვზითვე ამოიღეთ ყავა. ჩაყარეთ ყავა ჯეზვეში და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. როგორც კი ქაფს მოიდებს, დაუმატეთ ყავაში შამპანური. გააჩერეთ ჯეზვე ცეცხლზე იქამდე, სანამ სქელ ქაფს არ მოიდებს, ახლა კი შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ყავა მზად არის. სასმელი პატარა ფინჯნით უნდა მიირთვათ.
ინგრედიენტები (1 ულუფისთვის):
მომზადების წესი:
მოხარშეთ ყავა, პროცესის დროს დაუმატეთ დარიჩინი და მუსკატის კაკალი. ერთმანეთში კარგად აურიეთ შედედებული რძე და კაკაო. ფინჯანში ჩაასხით ნახევარი მოხარშული ყავა, ჩადეთ მასშივე შედედებული რძისა და კაკაოს მასა და აურიეთ. დარჩენილი ყავით შეავსეთ ფინჯანი. ზემოდან მოაყარეთ დანაყული ნუში და მიირთვით.
ინგრედიენტები (1 ულუფისთვის)
მომზადების წესი:
გახეხეთ შოკოლადი. დაჭერით ლიმონი მრგვალ, თხელ ნაჭრებად. ჯეზვეში ჩაყარეთ დაფქული ყავა და შაქარი, კარგად აურიეთ და დაასხით მდუღარე წყალი. დაუმატეთ მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ერთი ჩაის კოვზი წყალი და გაანაწილეთ ფინჯნებში. დაუმატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი ნაყინი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და დაადეთ ერთი ნაჭერი ლიმონი.
ინგრედიენტები (ერთი ულუფისთვის):
მომზადების წესი:
ჩაასხით ბოკალში რომი და მოუკიდეთ ცეცხლი. ატრიალეთ ანთებულსითხიანი ბოკალი რამდენიმე წამის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით ლიქიორი, მერე კი ცხელი ყავა. ფრთხილად, ჩაის კოვზის ტარით ჩაასხით ნაღები ისე, რომ ის სასმლის ზემოთ დარჩეს. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და მიირთვით.
ინგრედიენტები (ერთი ულუფისთვის):
მომზადების წესი:
წინასწარ მოხარშული ყავა გაწურეთ და გააგრილეთ. პატარა ქვაბი ნახევრად გაავსეთ წყლით და დადგით ცეცხლზე. ჯამში დაამტვრიეთ შოკოლადი. როგორც კი ქვაბში წყალი ადუღდება, დადგით შოკოლადიანი ჯამი ორთქლზე. გაადნეთ წყლის აბაზანაზე შოკოლადი და გადმოდგით ცეცხლიდან. შეურიეთ დაფქული დარიჩინი და ცხელი შოკოლადი ყავაში, გააგრილეთ. ათქვიფეთ ნაღები ღრუბელივით. სქელკედლიან ბოკალში ჩააგდეთ რამდენიმე ყინულის კუბი, დაასხით შოკოლადიანი ყავა და ზემოდან მორთეთ ათქვეფილი ნაღებით. ბოლოს მოაყარეთ დაფქული დარიჩინი და მიირთვით.
ინგრედიენტები (ერთი ულუფისთვის):
მომზადების წესი:
მოხარშეთ ყავა, გაანაწილეთ ფინჯნებში და დააცადეთ, რომ გაგრილდეს. დაუმატეთ შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის ცილა და რომი. ნაღები სუფრასთან მიიტანეთ ცალკე და დაუმატეთ გემოვნებით.