არომატული და ტკბილი მანდარინი ყველას საყვარელი ციტრუსია. მიირთვით 3-4 ცალი დღეში და ზამთარს გრიპის გარეშე გაატარებთ.
მანდარინი გემრიელიცაა და სასარგებლოც, მაგრამ იცით, რომ რბილობის გარდა, მისი ქერქის გამოყენებაც შეგიძლიათ.
- მანდარინის კანი შეგიძლიათ ან აირღუმელში გამოაშროთ, ან ბუნებრივად გახმობა აცადოთ. შემდეგ კი დააბლენდერეთ და მინის ქილაში შეინახეთ. იგი დიდი ხნით ინახება. დაუმატეთ ნამცხვრებში, ბრინჯში და პარკოსნებშიც კი.
- მისი ნაყენი გამოიყენება გაციების, ბრონქიტის დროს. აგრეთვე, როცა ადამიანს სისხლში მომატებული შაქარი აქვს; იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, მადის მოსამატებლად და კუჭ-ნაწლავის სისტემის გასაუმჯობესებლად.
- იგი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე. სისხლძარღვებს ელასტიკურობას ანიჭებს.
- მანდარინის გამხმარი კანი შეგიძლიათ უკვე მოდუღებულ ჩაიში ჩაიმატოთ და არომატული გემოთი დატკბეთ ან ჩაის ქილაში ჩაყაროთ.
- გამხმარი და ბლენდერში დაქუცმაცებული მანდარინის კანი შეწვისას ხორცს დაუმატეთ და ორიგინალურ და გამორჩეულ გემოს მიიღებთ.
- შეგიძლიათ თეთრეულის კარადაში მოათავსოთ, რათა მასში ჩირჩილი არ გაჩნდეს.
- სასიამოვნო დასალევია აგრეთვე მანდარინის კანზე დაყენებული ლიქიორი.
- მანდარინის ნაყენი საუკეთესო საკვებია ქოთნის ყვავილებისთვის. ხოლო, თუ სახლში კატა გყავთ, რომელიც ყვავილებს ემტერება, ქოთანში მანდარინის ქერქები მოათავსეთ.