ყველა დიასახლისმა იცის, რომ გემრიელი საცივის მოსამზადებლად არომატული სუნელებია საჭირო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სუნელები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც შეიძლება იყოს.
საცივისთვის აუცილებელი ინგრედიენტები - ნიორი და ხახვი მდიდარია მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, კალიუმით. აგრეთვე, PP, K, E, V და B ჯგუფის ვიტამინებით.
ვიტამინების საბადოა კაკალი, ქინძიც. იგი მდიდარია კალციუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, იოდითა და ფოსფორით. აგრეთვე, C, PP, A და B ვიტამინებით.
საცივი წარმოუდგენელია ხმელი სუნელის გარეშე. იგი საუკეთესოდ ებრძვის გაციებას, ვირუსულ ინფექციებს, შაქრიან დიაბეტს, ჰიპერტონიას, დიარეას, მეტეორიზმს, მოგიხსნით დაღლილობას. გარდა ამისა, მდიდარია P, PP, C, A და B ჯგუფის ვიტამინებით, თუთიით, ფოსფორით, იოდით, კალიუმით, რკინით, მაგნიუმითა და კალციუმით.
წითელი წიწაკა აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას. ებრძვის პოლიართრიტს, რევმატიზმს. აუმჯობესებს მადას.
ყვითელი ყვავილი ასუფთავებს სისხლს, ხელს უშლის კიბოს წარმოქმნას.
თუმცა, ყველა დადებითი თვისებების მიუხედავად, სუნელების მირთმევა არ შეიძლება ადამიანებისთვის, რომლებსაც ღვიძლი აწუხებთ ან მათზე აუტანლობა აქვთ.