ბეგქონდარას ჩაის ათეული წლებია მიირთმევენ სხვადასხვა დაავადების დროს. მას იყენებენ იარის დასამუშავებლად, დამწვრობისას, ინფექციების პროფილაქტიკისთვის.
ბეგქონდარა შეიცავს ეთერზეთებს, ანტისეპტიკურია, ანტისოკოვანი, ანტივირუსული.
ბეგქონდარას ჩაი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით. არეგულირებს არტერიულ წნევას.
ბეგქონდარას ჩაი უნდა დალიოთ, თუ გაწუხებთ: გინგივიტი, ლარინგიტი, ასთმა, ყელის ინფექცია, ქრონიკული ბრონქიტი, ანგინა, ხველება, პირის ღრუს ანთება.
აი, როგორ უნდა მოამზადოთ ბეგქონდარას ჩაი:
1. ერთ ჩაის კოვზი ბეგქონდარას (თუ ნედლია, 2 ჩ/კ უნდა ჩაყაროთ) დაასხით 1 ჭიქა წყალი.
2. გააჩერეთ 3 წუთი, ჩაასხით ჩაიდანში და მიიყვანეთ ადუღებამდე.
3. გადმოდგით და გააჩერეთ 5 წუთი.
4. ახლა შეგიძლიათ დალიოთ.