პასპორტში მითითებული ასაკი, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნამდვილ, ბიოლოგიურ ასაკს. და საქმე მხოლოდ გარეგნობაში არ არის, არამედ ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის მუშაობაზე.
ვიღაცას 40 წლის ასაკში 60 წლის ადამიანის ორგანიზმი აქვს, ვიღაცას კი პირიქით – 35-ისას 50 წლის.
მოდი, გავარკვიოთ, რამდენად უმცროსი ან უფროსია თქვენი რეალური ასაკი.
1. კანი
მოუჭირეთ ხელისგულის კანს მეორე ხელის ცერა და საჩვენებელი თითები 5 წამის განმავლობაში. ახლა გაუშვით და დაინიშნეთ დრო, რამდენ ხანში გასწორდება ხელისგულზე კანი?
ა) 5 წამიდან – თქვენი კანი 20 წლის არის;
ბ) 6-8 წამი – 30 წლის;
გ) 9-12 წამი – 40 წლის;
დ) 13-15 წამი – 50 წლის;
ე) 16-19 წამი – 60 წლის;
ვ) 19 წამზე მეტი – 70 წლის და მეტის.
2. ნერვული სისტემა
სთხოვეთ ვინმეს, თქვენ წინ დაიჭიროს 50 სმ-ის ჩვეულებრივი სასკოლო სახაზავი. უნდა ეჭიროს ვერტიკალურად, ციფრი 0-ით დაბლა. თქვენი ხელი კი უნდა მდებარეობდეს დაახლოებით 10 სმ-ით ქვემოთ სახაზავიდან. დამხმარე უშვებს ხელს სახაზავს, თქვენ კი უნდა მოასწროთ და დაიჭიროთ ის ცერა და საჩვენებელი თითებით. დაიჭირეთ? ახლა შეხედეთ, რამდენ სანტიმეტრზე დაფიქსირდა თქვენი თითები სახაზავზე?
ა) 20 სმ-მდე – თქვენი ნერვები 20 წლისაა;
ბ) 30 სმ – 30 წლის;
გ) 35 სმ – 40 წლის;
დ) 40 სმ – 50 წლის;
ე) 45 სმ – 60 წლის;
ვ) საერთოდ ვერ მოასწარით დაჭერა – 70 წლის და მეტის.
3. გული და სისხლძარღვები
ფეხზე მდგომმა გაისინჯეთ პულსი, დაითვალეთ, რამდენჯერ დაარტყა. ახლა 20-ჯერ ჩაბუქნის (საკმაოდ სწრაფად) შემდეგ გაისინჯეთ და კვლავ დაითვალეთ: რამდენით მოიმატა გულისცემამ?
ა) 10 დარტყმამდე – თქვენი გულ-სისხლძარღვები 20 წლისაა;
ბ) 10 -20 დარტყმით მეტი – 30 წლის;
გ) 20-30 დარტყმით მეტი – 40 წლის;
დ) 30-40 დარტყმით მეტი – 50 წლის;
ე) 40 და მეტი დარტყმით მეტი – 60 წლის.
ვ) ვერ შეძელით ბუქნის 20-ჯერ გაკეთება – 70 წლის და მეტის.
4. კუნთების ძალა
მყარ ზედაპირზე ზურგით დაწოლილმა მოაშორეთ მხრები და იდაყვები იატაკს ისე, რომ წელი იატაკზე დარჩეს. შეგიძლიათ, ხელებით და ფეხებით რაიმეს დაეყრდნოთ. რამდენჯერ შეძლებთ ამის გაკეთებას?
ა) 40-ჯერ – კუნთების ძალის მიხედვით, თქვენ 20 წლის ხართ;
ბ) 35-ჯერ – 30 წლის;
გ) 28-ჯერ – 40 წლის;
დ) 23-ჯერ – 50 წლის;
ე) 15-ჯერ – 60 წლის;
ვ) 12-ზე ნაკლები – 65 წელზე მეტის.
5. ძვლები
ფეხზე მდგომი გადაიხარეთ წინ, შეგიძლიათ მოხაროთ მუხლები. სადამდე მისწვდით ხელისგულებით?
ა) იატაკზე დააწყვეთ ხელისგულები – თქვენი ძვლები 20 წლისაა;
ბ) თითებით შეეხეთ იატაკს – 30 წლის;
გ) ხელისგულებით ფეხის ტერფებს შეეხეთ – 40 წლის;
დ) ხელისგულებით მუხლქვემოთ მიწვდით – 50 წლის;
ე) შეეხეთ მუხლებს – 60 წლის;
ვ) მუხლებსაც ვერ მისწვდით – 70 წლის და მეტის.
5. სახსრების მდგომარეობა
გადაიტანეთ ორივე ხელი ზურგსუკან: ერთი ქვემოდან, მეორე მხარს ზემოდან. შეეცადეთ, ბეჭებთან ხელის თითები შეაერთოთ. რა გამოგივიდათ?
ა) თავისუფლად გადააჭდეთ თითები ერთმანეთზე – თქვენი სახსრები 20 წლისაა;
ბ) თითები ერთმანეთს შეეხო, თუმცა ვერ გადააჭდეთ – 30 წლის;
გ) ხელისგულები ახლოს გაქვთ, თუმცა, თითები ვერ შეაერთეთ – 40 წლის;
დ) ხელისგულები ზურგსუკან გაქვთ, მაგრამ შორს ერთმანეთისგან – 50 წლის;
ე) ძლივს გადაიტანეთ ხელები ზურგსუკან – 60 წლის;
ვ) ვერ მოახერხეთ ორივე ხელის ზურგსუკან გადატანა – 70 წლის.
6. სასუნთქი სისტემა
აანთეთ სანთელი. რა დაშორებით მოახერხებთ სულის ერთი შებერვით სანთლის ჩაქრობას?
ა) 1 მეტრი – თქვენი ფილტვები 20 წლისაა;
ბ) 80-90 სმ – 30 წლის;
გ) 70-80 სმ – 50 წლის;
დ) 60-70 სმ – 50 წლის;
ე) 50-60 სმ – 60 წლის;
ვ) 50 სმ-ზე ნაკლები – 70 წლის და მეტის.
8. კოორდინაცია
დაგჭირდებათ ოჯახის რომელიმე წევრის დახმარება. მოდუნდით, დახუჭეთ თვალები, დადექით ერთ ფეხზე, სხეულის სიმძიმე გადაიტანეთ მეორე ფეხზე. დამხმარე ინიშნავს საათს და ინიშნავს, რამდენ ხანს გაჩერდებით ამ მდგომარეობაში.
ა) 30 წამი და მეტი – თქვენ 20 წლის ხართ;
ბ) 25 წამი – 30 წლის;
გ) 20 წამი – 40 წლის;
დ) 15 წამი – 50 წლის;
ე) 10 წამი და ნაკლები – 60 წლის.
ვ) საერთოდ ვერ შეძელით ცალ ფეხზე დადგომა – 70 წლის და მეტის.