არსებობენ ქალები, რომლებითაც ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან მამაკაცები. ისინი ერთი ნახვით უყვარდებათ. მათი მისამართით მუდამ ისმის კომპლიმენტები, არადა, მშვენიერი სქესის ეს წარმომადგენლები ისეთს არაფერს აკეთებენ... ისინი მხოლოდ და მხოლოდ სექსუალურები არიან.
სექსუალურობა – ეს სტილია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი გამოხატავს საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებსა და გრძნობებს და ის მჭიდრო კავშირშია საკუთარი თავის რწმენასთან.
მეცნიერული კვლევების თანახმად, ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს სწორედ მისი ცხოვრების სექსუალური მხარე განსაზღვრავს.
მოცემული ტესტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა პრობლემები ამ მხრივ; ასევე, ობიექტურად შეგაფასებინებთ თქვენს სექსუალურობის დონეს.
ტესტი სექსუალურობაზე მამაკაცებისა და ქალებისთვის
ტესტი შედგება კითხვებისგან, რომელთაც უნდა უპასუხოთ "დიახ" ან "არა":
1. ხშირად ჩემი სექსუალურად სტიმულირება მარტივია.
2. დიდ სიამოვნებას ვიღებ სექსისგან.
3. სექსი მღლის;
4. ხშირად არ მაქვს სექსუალური კავშირი.
5. გავშიშვლდე სექსუალურად პარტნიორის წინაშე – ეს ჩემთვის სიამოვნებაა.
6. სექსი მხოლოდ სიბნელეში მაქვს;
7. ჩემდა სამარცხვინოდ, სექსის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი.
8. ვოცნებობ, ახალი სექსუალური ხრიკები ვცადო.
9. სექსი უნდა შემოიფარგლებოდეს საკუთარი საძინებლის კედლებით.
10. პარტნიორს ჩემს ყველაზე საკრალურ სექსუალურ ფანტაზიებსაც კი ვუმხელ.
11. ჩემმა პარტნიორმა იცის, ყველაზე მეტად რაც აღმაგზნებს.
12. ხშირად ვიმიტირებ ორგაზმს.
13. ვცდილობ, ღამეში ერთზე მეტი სექსუალური აქტი მქონდეს.
14. მომწონს შემთხვევითი სექსუალური შეხება უცხოსგანაც კი.
15. უხამსობაა, იკითხო სხვადასხვა სექსუალური ჟურნალი და უყურო მსგავს ფილმებს.
16. სექსის ინიციატორი ხშირად მე ვარ.
17. სექსის შესაძლებლობები გადაჭარბებულად აქვთ შეფასებული ადამიანებს.
18. ზოგიერთი სექსუალური ფანდი საზიზღრობაა.
19. იმისათვის, რომ გაიუმჯობესო სექსის ხარისხი, აუცილებელია გააუმჯობესო ფიზიკური ფორმა.
20. მაღიზიანებს ჩემი პარტნიორის სექსუალური დაკითხვები.
21. მინდა განვიცადო დაუვიწყარი ორგაზმი.
დაითვალეთ ქულები:
საწყის ქულად აიღეთ 100. ახლა კი...
ყველა იმ შეკითხვაზე გაცემულ დადებით პასუხზე, რომელიც კენტი ციფრით არის აღნიშნული, დაიწერეთ პლუს 3 ქულა. ხოლო ყოველ უარყოფით პასუხზე შეკითხვაზე, რომელიც ასევე კენტი ციფრით არის აღნიშნული, გამოაკელით 3 ქულა.
ლუწი ციფრით აღნიშნულ შეკითხვებზე გაცემულ დადებით პასუხებზე გამოაკელით 3 ქულა, ხოლო უარყოფითზე მიუმატეთ 3 ქულა.
შედეგები:
90-100 ქულა – ძალიან სექსუალური ადამიანი ხართ. თქვენ არა მხოლოდ საკუთარი სექსუალური მოთხოვნილებები გესმით, არამედ პარტნიორისაც. ძალიან გულუხვი ხართ სექსუალურ ურთიერთობებში.
70-90 ქულა – გაბედული ადამიანი ხართ და მუდამ ზრუნავთ პარტნიორზე. სექსით გულწრფელად იღებთ სიამოვნებას და სხვასაც ასიამოვნებთ.
50-70 ქულა – სექსი – თქვენი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ მეტად თავდაჯერებული იქნებით.
30-50 ქულა – გადახედეთ თქვენს მცდარ მოსაზრებებს სექსუალურობასთან დაკავშირებით.
30 ქულაზე ნაკლები – კარგი იქნება, თუ სექსოლოგს მიმართავთ. სასწრაფოდ უნდა გაიუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება. ამის გაუმჯობესება კი ყველა ასაკშია შესაძლებელია. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ყველაფერში დაიცვათ ზომიერება.