ეს კისელი ზედმეტი წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ, ნაწლავებსაც გაგითავისუფლებთ წიდებისგან და კუჭის მოქმედებასაც გაგიუმჯობესებთ.
1. გამწმენდი სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1 მუჭა შვრიის ფანტელი;
- შავი ქლიავი;
- სახეხზე გახეხილი ჭარხალი;
- 2 ლ ადუღებული წყალი.
მომზადება:
- ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი და დაბალ ცეცხლზე 15 წუთი ხარშეთ. უნდა მიიღოთ კისელის მაგვარი სითხე. გადაწურეთ და დაძინებამდე 2 საათით ადრე დალიეთ 2 ჭიქა. სასურველია, მარჯვენა მხარეს დაწვეთ და ღვიძლთან სათბურაც დაიდოთ.
- კისელიდან დარჩენილი ფაფა შეგიძლიათ საუზმეზე მიირთვათ. სასარგებლოა, კვირაში ერთხელ მოიწყოთ განტვირთვის დღე და მთელი დღის განმავლობაში სვათ კისელი და მიირთვათ მისგან დარჩენილი ფაფა.
ეს კისელი განსაკუთრებით ეფექტურად წვავს ცხიმებს მუცლის არეში.