1971 წელს იუნესკოს თანამშრომლებმა, ტიბეტში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის დროს, უძველესი მონასტრის ნანგრევებზე აღმოაჩინეს ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი უნიკალური მეთოდი.
რეცეპტი ძალიან მარტივია: 350 გრ ნიორი გაარჩიეთ, წვრილად დაჭერით და გაქენით ხის (ან დანაყეთ ფაიფურის ქვასანაყში) კოვზით. ნივრის სუფთა წონა 200 გრ უნდა დარჩეს.
გადაიტანეთ მინის (ან თიხის) ჭურჭელში, დაასხით 200 გრ სპირტი და მჭიდროდ დაახურეთ.
ნივრისა და სპირტის ნაყენი გააჩერეთ 10 დღე ბნელ და გრილ ადგილას, შემდეგ გადაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში, ხელითაც კარგად გამოწურეთ ნიორი და კიდევ დააყენეთ 2-3 დღით.
ნაყენი უნდა მიიღოთ 50 გრ ცივ რძესთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე წვეთებით.
იხელმძღვანელეთ სქემით:
1-ლი დღე: საუზმე – 1 წვეთი; სადილი – 2 წვეთი; ვახშამი – 3 წვეთი.
მე-2 დღე: საუზმე – 4 წვეთი; სადილი – 5 წვეთი; ვახშამი – 6 წვეთი.
მე-3 დღე: საუზმე – 7 წვეთი; სადილი – 8 წვეთი; ვახშამი – 9 წვეთი.
მე-4 დღე: საუზმე – 10 წვეთი; სადილი – 11 წვეთი; ვახშამი – 12 წვეთი.
მე-5 დღე: საუზმე – 13 წვეთი; სადილი – 14 წვეთი; ვახშამი – 15 წვეთი.
მე-6 დღე: საუზმე – 15 წვეთი; სადილი – 14 წვეთი; ვახშამი – 13 წვეთი.
მე-7 დღე: საუზმე – 12 წვეთი; სადილი – 11 წვეთი; ვახშამი – 10 წვეთი.
მე-8 დღე: საუზმე – 9 წვეთი; სადილი – 8 წვეთი; ვახშამი – 7 წვეთი.
მე-9 დღე: საუზმე – 6 წვეთი; სადილი – 5 წვეთი; ვახშამი – 4 წვეთი.
მე-10 დღე: საუზმე – 3 წვეთი; სადილი – 2 წვეთი; ვახშამი – 1 წვეთი.
მე-11 დღიდან მიიღეთ 25-25 წვეთი რძესთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. აგრძელებთ იქამდე, სანამ ნაყენი მთლიანად არ ამოიწურება. კურსის განმეორება შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ 6 წლის შემდეგ.
ნივრის ნაყენი წმენდს ორგანიზმს ცხიმებისგან, წიდებისგან, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლძარღვებს ხდის ელასტიკურს, დაგიცავთ ინფარქტისგან, სტენოკარდიისგან, სკლეროზისგან, დამბლისა და სიმსივნური წარმონაქმნებისგან; აუმჯობესებს მხედველობას.
მაგრამ თუ ამ ნაყენის მიღების პერიოდში თავი შეუძლოდ იგრძენით, სასწრაფოდ შეწყვიტეთ მისი მიღება!
რეკომენდაცია: ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, კურსის დაწყებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია!