მომღერალმა ქეთა თოფურიამ ბოლო პერიოდში სასცენო იმიჯში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა.
ბოლო დროს ქეთა რადიკალურად განსხვავებულ კაბებს იცვამს და ცდილობს, თავისი სტილით ახალი სიტყვა თქვას. ადრე მას ტანზე გამოყვანილი კაბები ეცვა, ახლა კი მის სამოსს მოყვანილობაც განსხვავებული აქვს.
ერთ-ერთ ფოტოს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ქართველ დიზაინერთანაც აქვს კავშირი.
კაბის ეს კონკრეტული მოდელი დიზაინერ ბიჭოლას მიერაა შექმნილი.
მომღერალმა მალევე მეორე ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ისევ შავი, მსგავსი სტილის, ოღონდ გრძელი კაბით პოზირებს. პოსტის აღწერაში ჩანს, რომ ეს კაბაც ბიჭოლას კოლექციას ეკუთვნოდა. ასეთ თვალშისაცემ კაბებს სადა ვარცხნილობა უხდება. ამიტომ ქეთა სწორად მოიქცა. ეს ფაქტი გამომწერებმაც შენიშნეს.
"რა საინტერესო არჩევანია", "ვარცხნილობაც სწორად გაქვს შერჩეული და კაბას ძალიან უხდება", "ვაუ, არის ამ კაბაში რაღაც თავისებური", "ორიგინალურია", "ფიფქიას ჰგავხარ", - ეხმაურებიან ქეთას ახალ პოსტებს და განსხვავებულ სტილს მისი მიმდევრები.