უცნაური სახელით, "ეშვით", ქართველი დიზაინერი აქსესუარებს ამზადებს. ძვირფასი ლითონითა და მასიური ძვირფასი ქვებითა თუ სვაროვსკის კრისტალებით შესრულებულმა ნაკეთობებმა უკვე გაითქვა სახელი ევროპაში. სამკაულები, ძირითადად, ქართულ-ნაციონალურ თემატიკაზეა შექმნილი.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბრენდი "ეშვი" უკვე ძალიან პოპულარულია როგორც ლონდონში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.
ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ სამკაულებში თავს იწონებს მსოფლიო ვარსკვლავი ნიკოლ შერზინგერიც.
თინა კანდელაკის "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" ექაუნთი რომ ძალიან ინფორმაციულია, ეს ყველასთვის ცნობილია. თინა მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ თაყვანისმცემლებსა და სოციალური ქსელის მეგობრებს არ გააცნოს არა მხოლოდ სოციალური, არამედ მოდის სიახლეებიც.
ამჯერად თინამ სამაჯურზე მიგვაქცევინა ყურადღება, რომელიც მის ხელს ამშვენებდა. შემდეგ კი არაჩვეულებრივი ნაკეთობის ფოტოც დადო და კომენტარიც დაურთო:
"ESHVI-ს არარეალური სამაჯური. ქართველმა იუველირებმა და დიზაინერებმა ამ სეზონზე მსოფლიო მოდაში ნამდვილი აფეთქება მოახდინეს".
"ერთხელ ESHVI-ს დედამ სხვათა შორის მიამბო თავის გოგონაზე. ვიფიქრე, რომ ეს მორიგი ისტორიაა, ჩვენ ხომ ყველა ვგიჟდებით ჩვენს შვილებსა და მათ ნიჭზე, მაგრამ როცა ნათია გავიცანი, შოკში ჩავვარდი! მან ძალიან ოსტატურად გადმოსცა თანამედროვე დიზაინის მეშვეობით ქართული ესთეტიკა და ქართული სამკაულის სილამაზე!"
უცნაურია, რომ საქართველოში ჯერჯერობით უცნობია სახელი ESHVI და მისი უნიკალური სამკაულები.
იხილეთ ფოტოგალერეა