წელს "ბურჟუაზიული" სტილი განსაკუთრებით აქტუალურია. ამიტომ გიზიარებთ 70-იანების მიხედვით საბაზისო გარდერობის აწყობის მთავარ ტენდენციას.
არაერთ სტატიაში ვისაუბრეთ, რომ წლევანდელი შემოდგომა-ზამთარი 2019 მიმდინარეობს 1970-იანი წლების მიხედვით. ედი სლიმანის ჩვენებიდან მოყოლებული, მოდის მიმდევარმა გოგონებმა ბურჟუაზიული სტილის გიდის ყველა შენიშვნა გაითვალისწინეს. გარდერობები შეივსო შალის კიულოტებითა და ტყავის ბომბერებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 1970-იანების პოპულარობა დროებითი ტრენდი არ არის. ასე რომ, საბაზისო გარდერობის ინვესტირება ნამდვილად არ აღმოჩნდება ამაო.
გარდერობში რაც აუცილებლად უნდა გქონდეთ, არის რომანტიკული ბაფთა-შარფი, როგორიც ჰქონდათ Victoria Beckham-ს, Etro, Longchamp-ს, Rokh-სა და Celine-ს წარმოდგენილი თავიანთ ჩვენებებზე. ლოფერები, ჩანთები ოქროსფერი ქამრითა და ლოგოტიპებით და კუბოკრული ბლეიზერები. ჩაინიშნეთ ზამთრის ყველაზე აუცილებელი must have ნივთები:
- ბაფთიანი ზედა
- რომბებიანი ზედა
- ლოფერები
- მიდი-ქვედაბოლო რეტროსტილში
- არშიებიანი საყელო
- დაპრესილი ლაბადა
- კუბოკრული ბლეიზერი
- გრძელი შორტები
- ჩანთა ჩადგმული ნაჭრითა და ლოგოტიპებით
წყარო