ბოლო დროს თურქულმა სერიალებმა თავისი პოპულარობით პიკს მიაღწია. სავაშ ბალდარმა, ონურ ბეიმ, ჩინარმა ისეთი გიგანტიც კი დაამარცხეს, როგორიც მარიო ჩიმარო იყო.
იხილეთ ფოტოგალერეა
გთავაზობთ ინტერვიუს სერიალ "1001 ღამის" ვარსკვლავ ჯეიდა დუვენჯისთან, რომელიც სერიალში ბენუს როლს ასახიერებს. მსახიობი 1977 წლის 16 აპრილს ქალაქ ბურსაში დაიბადა. ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა.
1995 წელს კი დაიწყო სამსახიობო კარიერა. 1997 წელს მესამე ადგილი დაიკავა "სტარ ტვ"-ის მიერ ორგანიზებულ სილამაზის კონკურსში. ეს ფაქტი გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი კარიერისთვის.
2001 წელს ცოლად გაჰყვა მსახიობ ქაან გირგინს და დროებით გადაღებებს ჩამოშორდა.
თუმცა მისი ოჯახური ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა და 2002 წელს დეიჯა ქმარს დაშორდა. მსახიობმა დაკარგული დროის ანაზღაურება გადაწყვიტა - გაიარა სამსახიობო მასტერ-კლასები, დაიწყო იტალიურის შესწავლა და ფოტოსესიებში მონაწილეობდა.
როდესაც ფილმებში იწვევდნენ, მსახიობი მხოლოდ იმ გადაღებებზე თანხმდებოდა, სადაც მაღალი ანაზღაურება იყო. 2008 წლის 17 აგვისტოს მსახიობი ცოლად გაჰყვა ენგინ აკგუნას, 2011 წელს კი გოგონა, მელისა შეეძინა. მსახიობს საკმაოდ რთული ორსულობა ჰქონდა და ორსულობის მეხუთე თვიდან საავადმყოფოში იწვა. ამიტომაც მელისა დღენაკლული, მხოლოდ 1.900 გრამი დაიბადა. მსახიობმა სამშობიაროში სულ 78 დღე გაატარა.
- სერიალ "1001 ღამეში" ისეთ პერსონაჟს ასახიერებთ, რომელიც სულ განცდებშია. თქვენში თუ იწვევს მისი გრძნობები ემოციებს?
- არა, რადგან ბენუ ამას იმსახურებს. მას შეუძლია თავისუფლად წავიდეს იმ მამაკაცისგან, რომელიც მუდამ განსაცდელს უმზადებს, მაგრამ ამას არ აკეთებს. მისი საქციელი ხშირად მეც კი ცუდად მხდის.
- მოკლედ რომ ვთქვათ, ბენუ სიყვარულის მსხვერპლია. თქვენს ცხოვრებაში თუ ყოფილა ასეთი რამ?
- 30 წლამდე სამყაროს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი და ხშირად ბენუს მსგავსად ვიქცეოდი. დამოკიდებული ვიყავი ამ გრძნობაზე და ამას ბუნებრივად მივიჩნევდი. აი, 30 წლის შემდეგ კი თითქოს თვალი ამეხილა და სულ სხვანაირად დავიწყე მოვლენების აღქმა.
- როდესაც სერიალი ეკრანზე გადის, თუ გსიამოვნებთ საკუთარი თავის ყურება?
- ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, რომ სერიალს არ ვუყურებ. ცოტათი მაღიზიანებს ბენუ და ალბათ, ამიტომ. ძალიან მიჭირდა მისი როლის მორგება და თავიდან ყურადღება რომ არ გამფანტვოდა, მხოლოდ ჩემს სცენებს ვკითხულობდი.
თითქმის არ ვიცოდი, რა ხდებოდა სერიალში. ახლობლები რომ მეკითხებოდნენ, რა უნდა მომხდარიყო შემდეგ სერიებში, ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონდა.
იხილეთ ფოტოგალერეა