ლიმონის სასარგებლო თვისებებზე არაერთხელ დაგვიწერია: ის არაჩვეულებრივია კოსმეტიკაში, შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალებაა, ათეთრებს კანს, ხელს უწყობს წონაში კლებას და სხვა...
აი, ამ შესანიშნავი ცუტრუსის კიდევ რამდენიმე უჩვეულო გამოყენება:
1. დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ბრინჯის ხარშვისას – ფაფა ქათქათა თეთრი და ფაფუკი გამოვა.
2. თუკი მომჟავო არაჟნის კრემის გაკეთება გსურთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი მასში, კრემი არაჩვეულებრივი გამოვა.
3. დამჭკნარ სალათის ფოთლებს ლიმონის საშუალებით გამოაცოცხლებთ. გამოწურეთ ნახევარი ლიმონი, დაუმატეთ ის ცივ წყალში და ჩააწყვეთ მასში სალათის ფოთლები. ისინი მაშინვე გაცოცხლდებიან!
4. ლიმონი მარინადის გასაკეთებლადაც არაჩვეულებრივია. ქათმის, ღორის თუ ძროხის ხორცი ბევრად გემრიელი გამოვა, თუკი მათ ლიმონის წვენსა და სანელებლებში დაამარინადებთ.
5. ფრჩხილებს გაათეთრებს და გააამაგრებს ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი. ასეთი აბაზანა თქვენს ხელებს მომენტალურად წესრიგში მოიყვანს.
6. ჭორფლი და პიგმენტური ლაქები ნაკლებშესამჩნევი გახდება, თუკი რეგულარულად დაიმუშავებთ კანზე ამ ადგილებს ლიმონის წვენით.
7. ძმარი, წყალი და ლიმონი – შეუცვლელი ხსნარია ფანჯრების გასაწმენდად.
8. ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი – შესანიშნავი საშუალებაა ხისზედაპირიანი ავეჯის გასაპრიალებლად.
9. იმისათვის, რომ ონკანის უჟანგავი ზედაპირი მუდამ პრიალებდეს, გაწმინდეთ ის გაჭრილი ლიმონით. წყლისა და საპნისგან დარჩენილი ლაქები მაშინვე გაქრება.
10. შხაპის კაბინის კარებები იდეალურად სუფთა იქნება, თუკი მას ლიმონის, სოდისა და წყლის ნაერთით გარეცხავთ.
11. ჩაალბეთ ვერცხლეული 1,5 ჭიქა წყალში გახსნილ 1 სუფრის კოვზ ლიმონის წვენსა და 0,5 ჩაის კოვზ რძის ფხვნილის ნაზავში. ვერცხლეული თვალისმომჭრელად იბზინებს.
12. პარკეტი და ლამინატი იპრიალებს, თუკი მას ლიმონიან და ძმრიან წყალში დასველებული ჩვრით გაწმენდთ.
13. ყავის მადუღარა მარტივად გაირეცხება და ამასთან, დეზინფექცია ჩაუტარდება, თუკი მასში აადუღებთ ლიმონიან წყალს.
14. იმისათვის, რომ ნივრის უსიამო სუნი გაიქროთ ხელებიდან, საკმარისია გაიწმინდოთ ხელები ლიმონის წვენით, შემდეგ კი დაიბანოთ საპნით.
15. თუკი პიკნიკზე ხართ და ცეცხლის დანთება გსურთ, აუცილებლად ჩაყარეთ ცეცხლში ლიმონის კანები. საოცარ სუნს დაატრიალებთ ირგვლივ.
16. დადგით დაჭრილლიმონიანი ჭურჭელი კატის ტუალეტთან ახლოს და უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ!
17. ლიმონის წვენს შესანიშნავად ამოჰყავს ლაქები ტანსაცმლიდან.
18. კენკრისგან დარჩენილ ლაქებს ხელებიდან მარტივად მოგაცილებთ ლიმონის წვენი.
19. ლიმონის წვენი უჩინარი მელნის მაგივრობასაც გაგიწევთ. დაწერეთ საიდუმლო გზავნილი ლიმონის წვენით. ის, ვინც ქაღალდს ანთებულ სანთელს ზემოდან დაიკავებს, გზავნილის წაკითხვას შეძლებს!
20. ლიმონის არომატი – საუკეთესო ანტისტრესული საშუალებაა. გამოიყენეთ ლიმონი შენობაში ჰაერის გამწმენდად: ჩაყარეთ ლიმონის ნაჭრები წყალში და აადუღეთ. ასევე, შეგიძლიათ, დაუმატოთ ლიმონის ეთერზეთი არომალამფაში და აანთოთ.