ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ თვალის ფერის შეცვლა მხოლოდ ლინზების მეშვეობით არის შესაძლებელი?
თვალები – ეს ჯანმრთელობის გასაღები და ადამიანის სულის სარკეა. ხშირად ჩვენი თვალის ფერი მშობლების გენებით განისაზღვრება, მაგრამ ყველა წესს თავისი გამონაკლისები აქვს.
ამიტომაც ბავშვის თვალის ფერის განსაზღვრა მის დაბადებამდე შეუძლებელია. და ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ზრდასრულ ადამიანსაც კი შეიძლება შეეცვალოს თვალის ფერი რაციონის შეცვლით.
რა განსაზღვრავს თვალის ფერს?
ფერადი გარსი პიგმენტ მელანინით განისაზღვრება. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად, მისი თვალის ფერიც იცვლება. ეს იმის გამო ხდება, რომ ფერად გარსში მელანინის კონცენტრაცია იცვლება.
თვალის ფერი სამი გენის ურთიერთქმედებით ვითარდება. დღესდღეობით მხოლოდ ორი მათგანია შესწავლილი. როგორც ხედავთ, მეცნიერებისთვისაც ყველაფერი მარტივი არ არის. შეუძლებელია, წინასწარ განისაზღვროს ბავშვის თვალის ფერი მისი მშობლების თვალის ფერის მიხედვით. როცა გენები ერთმანეთზე გადაიჯაჭვება, შედეგი, შესაძლოა, ყველაზე მოულოდნელი იყოს.
თუკი მიღებული შედეგი არც ისე მოგწონთ, შეცვალეთ თქვენი რაციონი, რათა მიიღოთ ესა თუ ის სასურველი თვალის ფერი:
10. კოწახური (Uva ursi)
ეს დამამშვიდებელი მცენარე, რომლისგანაც ჩაიც მზადდება, ადუნებს თვალის კუნთებს და მის ფერს ბევრად მკვეთრს ხდის. გარდა ამისა, მას შარდმდენი თვისება აქვს და საშარდე გზების ინფექციებს, ასევე, ართრიტსაც კურნავს. ასე რომ, თუკი არ მოგწონთ თქვენი თვალის ფერი და გსურთ, ის ბევრად მკვეთრი გახადოთ, კოწახურის ჩაი მიირთვით.
9. თაფლი
თუ ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ თაფლს, საგრძნობლად შეიცვლით თვალის ფერს. მაგრამ, რა თქმა უნდა, თაფლი ორგანული უნდა იყოს! ამ ჯადოსნური პროდუქტის რეგულარული გამოყენება თვალის ფერს უფრო გააღიავებს. მეტიც, თაფლი – ეს შაქრის მდიდარი წყაროა, რაც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ფრუქტოზის დიდი კონცენტრაცია (38.2%) მამაკაცების რაციონის იდეალური დანამატია.
8. ისპანახი
ისპანახი მდიდარია მიკროელემენტებით, რომლებიც თვალების ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. რკინის მაღალი შემცველობის წყალობით ისპანახის ხშირი მიღების შემთხვევაში თვალის ფერი ბევრად მკვეთრი და ხასხასა გახდება. ის მდიდარია მაგნიუმით, კალიუმითა და ვიტამინით A.
დიეტა, რომელშიც ისპანახი შევა, საუკეთესო პრევენცია იქნება კიბოსა და ასთმის განვითარების; ასევე, დაარეგულირებს წნევას და გაამაგრებს ძვლოვან სისტემას. ის ასევე დადებითად მოქმედებს კანისა და თმის ჯანმრთელობაზე.
7. თევზი
ზღვის პროდუქტები – ყველანაირი ვიტამინის, განსაკუთრებით კი, B, C, A, D, E და K ვიტამინების მდიდარი წყაროა. თვალის ფერის შეცვლა ძირითადად თევზში შემავალი რკინის, მაგნიუმისა და ფოსფორის წყალობით ხდება. მაგრამ შესამჩნევი შედეგის მიღება შესაძლებელია თევზის კერძების რეგულარული მიღების შემთხვევაში.
6. გვირილის ჩაი
ეს საოცრად სასარგებლო ჩაი ამცირებს ნერვულ სისტემაში დაძაბულობის ჰორმონების კონცენტრაციას და თვალის ფერს ბევრად თბილ შეფერილობას ანიჭებს. გვირილის ჩაი ასევე გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, დამწვრობისა და სხვადასხვა ინფექციის დროს.
5. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთის საოცარი თვისებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ის საუკეთესო წამალია ყველა დაავადების დროს. ზეითუნის ზეთში შემავალი უნიკალური კომპონენტები თვალის გარსს აცისკროვნებს და ბევრად ლამაზ და თბილ ფერს ანიჭებს მას. ამასთან, ზეითუნის ზეთი ხსნის დაძაბულობას და ამცირებს სისხლში მავნებელი ქოლესტერინის კონცენტრაციას.
4. ხახვი
ხახვის რეგულარული მიღების შემთხვევაში თვალის ფერი თანდათანობით გაღიავდება. ასევე, გაგიუმჯობესდებათ კანის მდგომარეობა. ხახვი დადებითად მოქმედებს ასევე თმაზეც.
ასევე ცნობილია, რომ ხახვში შემავალი ელემენტები ამსუბუქებს დეპრესიის სიმპტომებს, კურნავს უძილობას და აუმჯობესებს მადას.
3. თხილეული
თუკი გსურთ, შესამჩნევად შეიცვალოთ თვალის ფერი, თხილეული – ერთ-ერთი პირველი პროდუქტთაგანია, რომელიც თქვენს ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართოთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე დაბალკალორიული – ნუშია. თხილეულს შეუძლია თანდათანობით გააღიაოს თვალის ფერადი გარსი და უფრო მეტი სიხასხასე შესძინოს მას. არ დაგავიწყდეთ, რომ მოხალულ თხილეულში ყველა სასარგებლო ნივთიერება ძალას კარგავს.
2. ხორცი
ხორცი მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორებიცაა თუთია და მაგნიუმი. სწორედ ეს უკანასკნელები უწყობენ ხელს თვალის ფერად გარსს, შეიცვალოს ფერი. ხორცპროდუქტები ჩვენს ორგანიზმს ცილით ამარაგებს, რაც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესის სწორად განვითარებისთვის.
1. ჯანჯაფილი
ეს მცენარე თავისი ჯადოსნური თვისებებით უკვე ყველასთვის ცნობილია. მასში შემავალი ნივთიერებები საოცრებებს ახდენს მთელ ორგანიზმზე. ყველაფერთან ერთად, ჯანჯაფილი შესანიშნავად მოქმედებს თვალის ფერზეც, ხდის რა მას მეტად კაშკაშას!