ჩვენი ორგანიზმი უზარმაზარ ზეწოლას განიცდის საკვების გადამუშავების დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს საკვები ფასთფუდია. ღვიძლი – ეს ის ორგანოა, რომელიც ამ დროს ყველაზე მეტად იტვირთება.
ამიტომაც მნიშვნელოვანია დროდადრო დეტოქსიკაციის ჩატარება. ორგანიზმის გაწმენდა ღვიძლის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.
როცა ღვიძლის ფუნქციები დარღვეულია, ეს უარყოფითად აისახება სხვა ორგანოებზეც და სხვადასხვა დაავადებას იწვევს. ქვემოთ მოცემული სასმელები დაგვეხმარება გავწმინდოთ ღვიძლი და გამოვდევნოთ ორგანიზმიდან ცხიმი და ტოქსინები.
1. ფერადი სასმელი
1/2 ლიმონი
1 ბულგარული წიწაკა
1 ვაშლი
1 საშუალო ზომის კიტრი
ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან გამოწურეთ წვენი. მნიშვნელოვანია, რომ სასმელი მაშინვე მიირთვათ, რათა ანტიოქსიდანტებმა მოასწროს ორგანიზმში შეღწევა.
თუკი ყოველდღიურად ამ სასმლის 2-3 ჭიქას დალევთ, თქვენი ღვიძლი გაიწმინდება და ტოქსინები ორგანიზმიდან გამოიდევნება. ასევე, გაიუმჯობესებთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და მიიღებთ სასიცოცხლო ენერგიას.
2. მწვანე ჩაი ციტრუსის და ბანანის გემოთი
1 ლიმონის წვენი
ერთი ბანანი
ნახევარი ფინჯანი მწვანე ჩაი (გაგრილებული)
მწვანე ჩაის ექსტრაქტი უსწრაფესად წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან, დამატებული ლიმონი და ბანანი არა მარტო გააგემრიელებს სასმელს, არამედ ენერგიით და სხვადასხვა მინერალითაც მოამარაგებს ორგანიზმს.
3. ღვიძლის გამწმენდი სასმელი კურკუმასგან (ინდური სანელებელი)
ნახევარი ჭიქა წყალი
1/2 ჩაის კოვზი კურკუმა
ცოტაოდენი ჯანჯაფილი
ერთი ლიმონის წვენი
ეს სასმელი გაწმენდს ღვიძლს და გამოდევნის ნაწლავებიდან მთელ ტოქსინებს. ასევე, ის ხელს შეუშლის თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას.