პიროვნების ფორმირებაზე უამრავი ფაქტორი ზემოქმედებს: აღზრდა, განათლება, ოჯახური ატმოსფერო და მრავალი სხვა, მაგრამ არა მხოლოდ ეს. დაბადების თვე იდუმალი მიზეზების გამო ასევე გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად ამტანი, კომუნიკაბელური, გამბედავი თუ მორცხვი ვიქნებით. როგორი ადამიანები იბადებიან წელიწადის თითოეულ თვეში?
იანვარი
ამბიციურობა მათი მეორე სახელია. იანვარში დაბადებულები საშინლად ჯიუტები არიან. მხოლოდ საკუთარი ძალების იმედზე არიან. ამის გარდა, მათ ინტუიციის გრძნობა კარგად აქვთ განვითარებული.
თებერვალი
თებერვალში დაბადებულებს მძიმე ხასიათი აქვთ. ქალებს განსაკუთრებით უჭირთ ემოციების მართვა. ამასთან, მიზანდასახულნი არიან და საწადელის ასასრულებლად ყველაფრისთვის მზად არიან.
მარტი
ჩაკეტილი და მორცხვი ადამიანები არიან. ძალიან ცოტამ თუ იცის, რა ხდება სინამდვილეში მათ გულში. ამასთან, მარტში დაბადებულებს პატივმოყვარეობა ახასიათებს. ყველა საქმე ბოლომდე მიჰყავთ. მათ შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ, მხარს დაგიჭერენ და საიდუმლოებებსაც არ გათქვამენ.
აპრილი
ძალზე აქტიურები არიან. იბადებიან მებრძოლებად, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; გამოირჩევიან ორგანიზატორული ნიჭით. აპრილში დაბადებულებს ყველაფერში პირველობა სურთ.
მაისი
მაისში დაბადებულები პრინციპულები და ჯიუტები არიან. მათთან ნებისმიერი ურთიერთობა რთულია, რადგან ყველაფერს იმახსოვრებენ და არაფერს პატიობენ. პროფესიულ მხარეს რაც შეეხება, ძალზე ამტანები არიან როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.
ივნისი
ივნისში დაბადებულები მიმზიდველები არიან. თუ კარგ ხასიათზე იმყოფებიან, მათზე მეგობრული ხალხის წარმოდგენა შეუძლებელია. მაგრამ მათი დიდხანს დაკავება შეუძლებელია: პირობას მხოლოდ მაშინ ასრულებენ, როდესაც ეს მათ ინტერესებს ემთხვევა.
ივლისი
ივლისში დაბადებულებს საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბება ახასიათებთ. სავსენი არიან თანაგრძნობით მათ მიმართ, ვისაც უჭირს. არასოდეს იღლებიან. ხშირად შფოთავენ ფინანსურ საქმეებზე, მაგრამ თუკი ერთხელ მოიწყობენ ცხოვრებას, პოზიციებს ბოლომდე ინარჩუნებენ.
აგვისტო
დამოუკიდებელნი და ამაყები არიან. იღვწიან ლიდერობისთვის. უყვართ, როცა მათ განიხილავენ და აღტაცებას გამოხატავენ. ადვილად უყვარდებათ, ფლირტაობენ ყველასთან, ამასთან, გულწრფელნი არიან.
სექტემბერი
სექტემბერში დაბადებულების ცხოვრება, როგორც წესი, წარმატებული და ბედნიერია. კარგი მეხსიერება და მაღალი ინტელექტი გააჩნიათ. ფრთხილობენ ახალ ნაცნობებთან, მათი მოტყუება რთულია. კარგად ეხერხებათ საოჯახო საქმიანობა.
ოქტომბერი
ოქტომბერში დაბადებულებს ყურადღების ცენტრში უყვართ ყოფნა. კარგი ჯანმრთელობა აქვთ. სურთ სიმსუბუქით, ფუფუნებითა და ფულით აღსავსე ცხოვრება. ძალზე მგრძნობიარენი არიან, უსიამოვნო გარემოში ადვილად ვარდებიან მელანქოლიაში, ახასიათებთ დეპრესიულობა.
ნოემბერი
ნოემბერში დაბადებულები აქტიურები და ენერგიულები არიან, იმახსოვრებენ ყველაფერს. საუბარში არცთუ ისე ტაქტიანები და დელიკატურები არიან, მაგრამ გულით კეთილები. მათი ენერგიული მანერები შესაძლოა უხეშად მოგეჩვენოთ. ერთგულები არიან მეგობრების მიმართ.
დეკემბერი
თუკი რაიმე მიზანი დაისახეს, მათ ვერაფერი შეაჩერებს. გულწრფელი და ხისტები არიან, რის გამოც ხშირად მტრები უჩნდებათ. იანვარში დაბადებულებს სხარტი გონება ახასიათებთ, საუბარს ხშირად აწყვეტინებენ სხვებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ნელა და მონოტონურად საუბრობს.