ადამიანთა უმეტესობამ იცის, რომ კვერცხი ორგანიზმისთვის ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლების მიწოდების ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ კვერცხის ნაჭუჭს არანაკლები სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენთვის...
კვერცხის ნაჭუჭი – ეს სუფთა კალცია, რომელიც ასე აუცილებელია ძვლების, კუნთებისა და ნერვული უჯრედებისთვის. თუკი კვერცხის ნაჭუჭს მტვრად აქცევთ და მას ყოველ დილით, უზმოზე თითო ჩაის კოვზს ცივ წყალთან ერთად მიირთმევთ, კალცის აუცილებელ დღიურ ნორმას მიიღებთ. განსაკუთრებით რეკომენდებულია ამ პროცედურის ჩატარება მოტეხილობის დროს, რათა სწრაფად წავიდეს რეგენერაციის პროცესი.
გულის ჯანმრთელობა

კვერცხის ნაჭუჭის დამსახურებებს შორის სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევაც შედის. საქმე ისაა, რომ ნაჭუჭში შემავალი მინერალები ამაგრებს ძვლებს და ხელს უწყობს ჯანმრთელი უჯრედების გამოყოფაში. ეს კი, თავის მხრივ, არეგულირებს წნევას და ცუდი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს. იმისათვის, რომ მოამზადოთ კვერცხის ნაჭუჭისგან ფქვილი, დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ყავის საფქვავი.
როგორ მოვამზადოთ კვერცხის ნაჭუჭის ფქვილი

სანამ კვერცხის ნაჭუჭს გამოიყენებდეთ, კარგი იქნება, თუკი ის თერმულ დამუშავებას გაივლის, ანუ თუკი კვერცხს მოხარშავთ. ეს ბაქტერიების განადგურებისთვის არის აუცილებელი. 10-12 კვერცხის ნაჭუჭით საკმარისი რაოდენობის ფქვილს მიიღებთ.

კვერცხის მოხარშვის და გაფცქვნის შემდეგ გაშალეთ ნაჭუჭები რაიმე ზედაპირზე და გამოაშრეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში.

შემდეგ გააგრილეთ და დაფქვით ყავის საფქვავში ან ბლენდერში. შეინახეთ კვერცხის ნაჭუჭის ფქვილი მჭიდროდ თავდახურულ ქილაში.

თუკი არ გსურთ მშრალად მიიღოთ კვერცხის ნაჭუჭის ფქვილი და შემდეგ დააყოლოთ წყალი, შეგიძლიათ ის დაუმატოთ სმუზიში ან რძეში მოხარშულ შვრიის ფაფაში.