თავის ტკივილის მიზეზები - შაკიკისადმი მიდრეკილება დაკავშირებულია გენეტიკასთან, სქესთან (ქალები უფრო ხშირად უჩივიან), ცხოვრების არაჯანსაღ წესთან, ფსიქოემოციურ ფაქტორებთან.
ასევე მნიშვნელოვანია ასაკიც: შაკიკი, უმეტესად, ახალგაზრდებს აწუხებთ, სიბერეში ეს დაავადება ქრება.
შაკიკის წინაპირობას არასწორი კვება ქმნის. დამტკიცებულია, რომ ორგანიზმში რიგი ელემენტების დეფიციტი 4-ჯერ მეტად ახდენს თავის ტკივილების პროვოცირებას. გთავაზობთ ნივთიერებათა 4 ჯგუფს, რომელთა დეფიციტიც იწვევს შაკიკს.
1. ფოლის მჟავა და ვიტამინი В12

ადამიანებს, რომელთაც ამ ნივთიერებათა დეფიციტი აქვთ, გაღიზიანება, დაბნეულობა და სტრესი ახასიათებთ. ჩვენ ხშირად ვიღებთ პრეპარატებს, რომლებიც ასპირინს შეიცავს, არადა, სწორედ ეს ნივთიერება იწვევს ორგანიზმში ფოლის მჟავისა და ვიტამინ В12-ს შემცველობის დაქვეითებას.
ისპანახი - ჩემპიონია ფოლის მჟავის შემცველობით. ასევე, ამ ნივთიერებით მდიდარია ბროკოლი, ავოკადო, ჭარხალი, სტაფილო, გოგრა. ვიტამინი В12-ით მდიდარია ქათმის კვერცხი.
2. რკინა და სპილენძი

რკინისა და სპილენძის დეფიციტი უმეტესად ქალებს ახასიათებთ და შაკიკის წარმოშობის წინაპირობა გახლავთ. სპილენძით მდიდარია ლობიო, თხის ყველი, ავოკადო... რკინით მდიდარი პროდუქტებია: მწვანილი, სალათის ფურცლები, მზესუმზირა, ღვიძლი, ზღვის კომბოსტო.
3. ვიტამინი В6

ვიტამინ В6-ის ნაკლებობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: ლობიო, ღვიძლი, ახალი ბოსტნეული.
4. D ვიტამინი

D ვიტამინი ბუნებრივად მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ გამომუშავდება. ზამთრის პერიოდში კი მისი მიღება საკვებიდან შეიძლება. კვერცხი, ღვიძლი, ზღვისა და რძის პროდუქტები მდიდარია D ვიტამინით.
სრულფასოვან კვებას, სპორტს, სეირნობას სუფთა ჰაერზე შეუძლია შაკიკის ინტენსიურობა შეამციროს. სტრესის მოხსნაში კი არომათერაპია დაგეხმარებათ.