ვის არ უყვარს ხრაშუნა კიტრი ან მისი მწნილი. ალბათ, არც ერთი სადღესასწაულო სუფრა არ ჩაივლის მის გარეშე.
დაგვეთანხმებით, საკუთარი ხელით მოყვანილ კიტრზე გემრიელი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ მიწის დიდი ნაკვეთით ბევრი ვერ დაიკვეხნის. ამიტომ გთავაზობთ რჩევას, როგორ მოიყვანოთ 1 კვ.მ-ზე 100 ცალ კიტრზე მეტი. დავიწყოთ...
1. აიღეთ პოლიეთილენის მკვრივი ტომარა. შეიძლება შაქრისაც. მთავარია, 70 კილოს მოცულობის. ჩაყარეთ მასში გრუნტისა და ნაკელის ნარევი. ტომარა ვერტიკალურად მოათავსეთ, სასურველია, მცირე ორმოში.
2. ყოველი ტომრის შუაში ჩაარჭეთ 2-მეტრიანი ჯოხი. მის თავში დაამაგრეთ ლურსმანი, რათა სხვადასხვა ტომარა ერთმანეთს თოკებით დააკავშიროთ. თითოეულ ტომარაში ჩაამაგრეთ ნახვრეტიანი 3 ცალი პოლიეთილენის ბოთლი. ისინი მოსარწყავად დაგჭირდებათ.
3. კიტრის თესლი (3 ცალი) ჩარგეთ ჯოხთან, დანარჩენი, ჭადრაკულად ტომრის ჩაჭრილ გვერდებში. ჩანაჭერს სამკუთხედის ფორმა უნდა ჰქონდეს. მანდედან მიწაში ჩარგეთ თესლები. თითო ტომარაზე სულ 15 თესლი დაგჭირდებათ.
4. მორწყვას ბოთლების საშუალებით შეძლებთ. კიტრს წყალი უყვარს. ასე რომ, ტომრების ყოველდღიურად მორწყვა მოგიწევთ. თუ გრილა, იშვიათად.
5. როცა კიტრი 5-7 ფოთოლს გაიკეთებს, მიამაგრეთ ტომარაში ჩარჭობილ ჯოხს.
6. უმჯობესია, სხვადასხვა ჯიშის კიტრი დათესოთ. მოსავლით კი გვიან შემოდგომამდე ისიამოვნებთ.