გაზაფხული ნაირ-ნაირი ყვავილებით გვახარებს. ზოგიერთს ნაზი ია მოსწონს, ზოგს - მკვეთრი ყაყაჩო, ზოგიც ყვავილების დედოფალს - ვარდს ანიჭებს უპირატესობას.
რომელი ყვავილი მოგწონთ თქვენ?
ტიტა
თქვენი დევიზია: "ადრე ამდგარსა კურდღელსა ..." ოპტიმისტი და მხიარული ადამიანი ხართ. სიცოცხლეს, როგორს ცხოვრების საუკეთესო საჩუქარს ისე აღიქვამთ. გარშემო მყოფებისთვის ენერგიის წყარო, სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ხართ და ამიტომაც მოგმართავენ ხშირად რჩევისა თუ დახმარებისთვის. თქვენ მგრძნობიარე, ყველაზე გულისხმიერი ხართ. ამიტომ, პენსიაზე გასვლის შემდეგაც ვერ მოისვენებთ და პატარა ბავშვებსა ან მოხუცებზე ზრუნვას მიუძღვნით თავს.
ვარდი
ტრადიციების დამცველი ხართ. ვერ ვიტყვით, რომ ინოვაციებს უარყოფთ ან იდეები არა გაქვთ, მაგრამ კლასიკური მოსაზრებები და კონსერვატიული შეხედულებები გაგაჩნიათ. გიყვართ ისტორია და პატივს სცემთ ტრადიციებსა და ადათებს. რომანტიკული და საკმაოდ ვნებიანი ნატურა ხართ. უცხოებს საკუთარ ცხოვრებაში არ ახედებთ. თქვენ გარშემო არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ღირსნი არიან თქვენ გვერდით იდგნენ.
ტუნბერგი
ნაკლებად გაინტერესებთ გარშემო მყოფების აზრი. მთავარია, თავად იყოთ ბედნიერი. თვლით, რომ საკუთარი მოსაზრება ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ყველას აზრი არ უნდა გაითვალისწინოთ. სწორედ ეს თვისება გაძლევთ დამოუკიდებლობის შეგრძნებას, რომელსაც ასე აფასებთ. შემოქმედებითი ნატურა ხართ. შთაგონებას თავად ცხოვრება გაძლევთ, თქვენი მთავარი სიამოვნება ცხოვრებისეული ღირებულებები და მიზანია.
ყაყაჩო
გარშემო მყოფებს ექსცენტრიკულ და დახვეწილი ადამიანების შთაბეჭდილებას უტოვებთ. როცა ახლოს გაგიცნობენ, აღმოაჩენენ, რომ თქვენში "გაფუჭებული ბავშვი" ცხოვრობს. თუ 30 წლამდე ხართ, საღამოებს წვეულებებზე ატარებთ. "სვეცკობის" წევრი ხართ. თუ 30 წელს გადააბიჯეთ, თქვენს გიჟურ ახალგაზრდობაზე შეიძლება ტატუ მეტყველებდეს ან ექსცენტრიზმისკენ მიდრეკილება, რაც გიჟურ ახალგაზრდობაში გაბრუნებთ.
ია
ია მოკრძალებული და მორიდებული ადამიანების საყვარელი ყვავილია. შინაგანი შარმი და სირბილე საუკეთესი მოსაუბრედ გადაგაქცევთ. თქვენთან სიახლოვეს ნატრულოს ყველა, ვისაც კი ოდესმე თქვენთან შეხება ჰქონია. თქვენი ოცნებაა ქალაქგარეთ ცხოვრება, ბუნებასთან ახლოს. გიყვართ მცენარეების მოვლა. თქვენს სახლში ან მის გარშემო სიმწვანეა. მზრუნველობამოკლებ ცხოველებსაც პატრონობთ. თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისკენაც ყველა მიუხარია გული.
პეონი
გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხართ და ამაყობთ კიდეც ამ სტატუსით. წარსულში ბევრს ატკინეთ გული, მაგრამ მაინც იმედოვნებთ, რომ მომავალში აუცილებლად შეხვდებით ნამდვილ სიყვარულს (თუ ძიებაში ხართ). ის არ ემსგავსება იმას, რასაც ელოდით, მაგრამ სწორედ აქ მიაღწევთ ნანატრ ბედნიერებას. ამ ზღაპარს აუცილებლად ექნება ბედნიერი დასასრული.
ირისი
ეფექტური და ელეგანტური ხართ. ეს ღირსება პირველი შეხვედრისას ცოტათი აფრთხობს გარშემო მყოფებს. მათ არ იციან, რომ თქვენი იმპერატორული გარეგნობის მიღმა სათუთი ბუნება იმალება. მეგობრების წრეში და სამსახურში ნამდვილი ლიდერი ბრძანდებით. ვინც ახლოს გიცნოთ, იცის, რომ კეთილი და ადამიანური ხართ. ვისაც თქვენთვის დახმარების სათხოვნელად მოუმართავს, ყველაფერი გაგიკეთებიათ მის დასახმარებლად.
ყვითელი ნარცისები
მუდამ იდეებით აღსავსე ხართ, ახალი პროექტების განხორციელებაში. სწრაფად მოქმედებთ და იმაზე სწრაფად ლაპარაკობთ. თქვენს იუმორის გრძნობაზე ლეგენდები დადის. თქვენს მწარე გამონათქვამებს კი ყველა გაურბის. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას, მუდამ იდეალურად გამოიყურებით.
<div></div>