”ახლა, როდესაც იასამანი აყვავდა და ყველასათვის ხელმისაწვდომია, არ დაიზაროთ უნიკალური მალამოს დამზადება.
რომელიც ძალიან მარტივად მზადდება და სულ ორი ინგრედიენტი სჭირდება. სამაგიეროდ, დაჟეჟილობისა და ჭრილობისთვის უებარი მალამოა.
მომზადება: აიღეთ იასამნის ყვავილები და მინის ქილაში ჩაყარეთ. გაავსეთ ქილა ბოლომდე ყვავილებით, ოღონდ არ ჩატკეპნოთ. მერე ნამდვილი ქართული მზესუმზირის ზეთი ჩაასხით ჯამში. ცალკე ქვაბში აადუღეთ წყალი და ეს ზეთიანი ჯამი შემოდგით მასზე. წყლის ორთქლზე წამოადუღეთ ზეთი (5 წთ ადუღეთ) და მერე ცხელივე დაასხით იასამნის ყვავილებს. კარგი იქნება, თუ ქილაში ჩაყრილ ყვავილებს სრულად დაფარავთ ზეთით. თავზე მჭიდროდ დაახურეთ და მიდგით გრილ და ბნელ ადგილას (მაცივარი არ სჭირდება). ერთი კვირის შემდეგ მალამო შეიძლება უკვე გამოიყენოთ.”
იასამნისგან მომზადებული მალამოს საიდუმლო ია შარაბიძემ გაგვიზიარა.