ხელების დაბანა - ეს არის წესი, რომელსაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ვასრულებთ. მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ხელებს სწორად იბანთ? შევამოწმოთ.
როგორც ირკვევა, ხელების საპნით დაბანა არასაკმარისია. ეს მეთოდი არ სპობს ხელებზე არსებულ ყველა ბაქტერიას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერები. ისინი ექიმებისა და მედდების ხელების დაბანის პროცესს აკვირდებოდნენ (კვლევაში 42 ექიმი და 78 მედდა მონაწილეობდა), რის შემდეგაც იკვლევდნენ, რამდენი ბაქტერია დარჩა ხელებზე.
ხელების დაბანის საუკეთესო მეთოდს "ექვსი ნაბიჯი" ჰქვია.
ის ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზიაციაში შეიმუშავეს. მას მარტივი ინსტრუქცია აქვს:
1. დაისველეთ ხელები, გამოიყენეთ საპონი ან სადეზინფექციო საშუალება. ხელები ორივე მხრიდან გაისაპნეთ.
2. კარგად დაიმუშავეთ ხელი ორივე მხრიდან.
3. ერთი ხელით კარგად დაიმუშავეთ მეორე ხელის ყველა თითი, იგივე პროცედურა ჩაიტარეთ მეორე ხელზეც.
4. არ დაგავიწყდეთ თითებს შუა ადგილის დამუშავება.
5. დიდი თითის წრიული მოძრაობით დაიმუშავეთ ხელისგული.
6. დაიმუშავეთ მაჯები.
Jurnal Infection Control & Hospital Epidemiology-ში გამოქვეყნებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ დაადასტურა, რომ ხელების ბანალურად გასაპნა და ჩამობანა სრულიად არაეფექტურია.
ასე რომ, თურმე, მთელი ცხოვრება ხელებს არასწორად ვიბანდით. დროა, გამოვასწოროთ! რა თქმა უნდა, "ექვსი ნაბიჯის" მეთოდი შედარებით დიდ დროს საჭიროებს, 5 წამით მეტს, სამაგიეროდ, ბაქტერიებისგან 100 პროცენტით იქნებით დაცული.