არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ადამიანის ორგანიზმი 60-80 %-ით წყლისგან შედგება. მაგრამ ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა, რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება.
- ხშირად წყალს მხოლოდ იმ დროს ვსვამთ, როცა გვწყურია, მაგრამ ეს არ არის სწორი.
- გთავაზობთ წყლის დღიური ნორმის სქემას, რომლის გათვალისწინებაც, გვერწმუნეთ, ნამდვილად ღირს.
რამდენი წყალი უნდა დავლიოთ დღეში
- ამისათვის ჩაიხედეთ სქემაში და მოძებნეთ მარცხენა მხარეს თქვენი წონა.
- გარდა ამისა არსებობს დამატებითი ფაქტორები, რომლის გათავლისწინებაც აუცილებელია წყლის დღიური ნორმის შერჩევისას.
1. ცხელი ამინდი
ცხელ ზაფხულში თქვენს ყოველდღიურ წყლის ნორმას კიდევ 1-2 ჭიქა უნდა დაუმატოთ.
2. გაციება
დიდი რაოდენობით თბილი სითხე ძალიან მალე გამოგაჯანმრთელებთ და ორგანიზმიდან გამოიტანს ტოქსინებს.
3. ორსულობა
დაუმატეთ თქვენს ყოვსლდღიურ ნორმას კიდევ ერთი ჭიქა. დაიმახსოვრეთ, რომ ამ განსაკუთრებულ პერიოდში ორგანიზმი კარგ ნივთიერებათა ცვლას საჭიროებს. წყლის სწორი სმა კი ამის გარანტია.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩაი, ყავა, წვენები, ტკბილი წყალი – არ შედის წყლის დღიურ ნორმაში. სწორი წყლის ბალანსის შესასრულებლად საჭიროა სუფთა, უბრალო წყალი. ასევე არ არის რეკომენდებული გაზიანი წყლის მიღებაც.
ექიმების რჩევით საუკეთესოა:
- 2 ჭიქა წყალი გაღვიძებისთანავე – აქტივობაში მოჰყავს შინაგანი ორგანოები.
- 1 ჭიქა წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე – საჭმლის გადამუშავებას უწყობს ხელს.
- 1 ჭიქა წყალი აბაზანის მიღებამდე – არეგულირებს არტერიულ წნევას.
- 1 ჭიქა წყალი დაძინებამდე – თავიდან აგაცილებთ ინსულტსა და გულის ინფარქტს.