ვერძი- ივნისში სასიხარულო მომენტები და კონფლიქტურ სიტუაციები ერთმანეთს შეცვლის.
კამათში დამნაშავე თავად იქნებით. ზოგიერს იმედი გაუცრუვდება პარტნიორში, ნაკლებად მოსიყვარულე და გულწრფელი მოგეჩვენებათ იგი. ნაკლებად განსაჯეთ და გააკრიტიკეთ პარტნიორი. ნუ განიხილავთ კოლეგებთან და მეგობრებთან თქვენს დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მათ რჩევას ყური არ დაუგდოთ, თავად მიიღეთ გადაწყვეტილებები. პარტნიორს სიყვარული სიტყვებითა და საქციელით დაუმტკიცეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ მის შენარჩუნებას.
კურო
დაგეგმეთ საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა, რაც კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ ურთიერთობას და დაქორწინებას დააჩქარებს. დაქორწინებულებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ მეუღლეს, რათა ვინმესთან ფლირტი არ გააბას და ქორწინება საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს. შეყვარებულებს დროის ერთად გატარება, მხიარულება და დასვენება მოუნდებათ. ფულის ხარჯვის გამო მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან, იყავით მეტად ხელგაშლილი, ნაკლებად ცინიკური და მომჭირნე.
ტყუპი
მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. იღბალი შეგახვედრებთ ადამიანს, რომელთანაც ფლირტი შეიძლება რომანში გადაიზარდოს. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს; დატკბით თითოეული მომენტით. დაქორწინებულები მოერიდეთ კამათს მეუღლესთან და მით უმეტეს, განქორწინებას. ნუ გახდებით მოღალატე, მოერიდეთ ფლირტს სხვა მამაკაცთან. მიუხედავად სირთულეებისა, მაინც პოზიტიურად ხართ განწყობილი. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ნათესავებთან.
კირჩხიბი
სასიყვარულო ფრონტზე მომხდარ ცვლილებებს მშვიდად შეხვდით, ნუ ეცდებით რამის შეცვლას. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გრძნობებს და მეტი _ ქცევებს. თქვენი იმპულსურობა მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ. მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. მოუწყვეთ რომანტიკული საღამოები, სიურპრიზები. მოერიდეთ კამათს. მეტი დრო გაატარეთ მეუღლესთან, მის ნათესავებთან. ეს დაგეხმარებათ მათთან ურთიერთობს გაუმჯობესებაში.
ლომი
მოერიდეთ ურთიერთობის აღდგენას ყოფილ პარტნიორებთან. ეს იარას ვერ მოგიშუშებთ და დაშორებას კიდევ უფრო გაგიმწვავებთ. განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით. შეიცვალეთ იმიჯი, სტილი. ამგვარად აუცილებლად მიიქცევთ მამაკაცების ყურადღებას. დაქორწინებულ ნიშნებს მეუღლესთან იდეალური ურთიერთობა ექნებათ. თუმცა, აკონტროლეთ სიტყვები, რათა თქვენმა ნათქვამმა საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოს. კონფლიქტი შეიძლება უმნიშვნელო წაკამათებამაც კი გამოიწვიოს. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სითბო და პატივისცემა გამოხატეთ.
ქალწული
თუ მარტოობისკენ არ ისწრაფვით, ივნისში სასიამოვნო ნაცნობობა, ფლირტი და რომანი გელით. თუ უკვე გყავთ ობიექტი, აკონტროლეთ სიტყვები, ნუ იქნებით კრიტიკული და საქციელით აგრძნობინეთ, რომ მის მიმართ გულგრილი, ეჭვიანი და მესაკუთრე არ ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მყარი კავშირიც კი დაინგრეს. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ მეუღლესთან ერთად. გამონახეთ საერთო საქმე, ერთად დაისვენეთ. წამოიწყეთ რემონტი, სახლის მშენებლობა. ნუ დაივიწყებთ შვილებს, რომლებსაც თქვენი მზრუნველობა და სიყვარული სჭირდებათ.
სასწორი
სამუშაო გვერდით გადადეთ და მეტი დრო გამონახეთ საყვარელი ადამიანისთვის. მისგან მუდამ იგრძნობთ მხარდაჭერას. საუკეთესო თვეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. დაქორწინებულებმა დიპლომატიურად მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ივნისში საკუთარი საქმეების პარალელურად ნათესავების პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. გაფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები. მოერიდეთ რისკსა და ავანტიურას. დაეხმარეთ შვილებს სწავლის საკითხების მოგვარებაში.
მორიელი
გადამეტებული ეჭვიანობა საბოლოოდ დაგაშორებთ პარტნიორს. ნუ გააწამებთ მას დაკითხვებით, თვალთვალით. ასე მტერს გაიჩენთ და არა საყვარელს. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების, ბებია-ბაბუის მიმართ. დაქორწინებულები ხშირად დაესწარით გასართობ ღონისძიებებს. მთავარია, იყოთ ერთად და გაანებივროთ საყვარელი ადამიანი საჩუქრებით, სიურპრიზებით. ივნისი თავს დაგამახსოვრებთ, როგორც ვნების, ფლირტისა და სასიყვარულო თავგადასავლების თვე.
მშვილდოსანი
ივნისში მიხვდებით, კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს ამ სასიყვარულო კავშირში და გსურთ თუ არა მისი გაგრძელება. თვის დასაწყისში მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, პაემნები და ფლირტი. მეუღლესთან განშორებას კონფლიქტის, აზრთა სხვადასხვაობის გამო ნუ გადაწყვეტთ. პირიქით, დიპლომატიურად, მშვიდი საუბრით გაერკვიეთ სიტუაციაში. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ.
თხის რქა
ფინანსური საკითხებისა და საქმეების პარალელურად ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი მზრუნველობით, ჩახუტებით, გემრიელობებით. დაქორწინებულებმა მოაწყვეთ ოჯახური შვებულება. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. განსაკუთრებით, თინეიჯერებთან. მეუღლეს ხშირ-ხშირად დაუნიშნეთ პაემანი, მოუწყვეთ სიურპრიზები და საჩუქრები. თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ მშობლებსაც.
მერწყული
საბედისწერო შეხვედრა გელით ოცნების მამაკაცთან. ის შეიძლება ერთი ნახვით შეგიყვარდეთ. თუმცა, ნაჩქარევ დასკვებს ნუ გამოიტანთ, კარგად დააკვირდით, შეისწავლეთ იგი. თქვენი სიყვარული აუცილებლად ჰპოვებს გამოძახილს მის გულში. პაემნები და ფლირტი შეიძლება გრძელვადიან, დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. სხვათა შორის, ივნისი საუკეთესო თვეა ქორწინებისთვის. გამონახეთ საერთო ენა ნათესავებთან. მეგობრებთან ერთად უქმეებზე პიკნიკები მოაწყევეთ. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგასთან _ ეს ივნისის ერთადერთი უსიამოვნო მომენტია.
თევზები
მხოლოდ საყვარელი ადამიანისგან ნუ ელით საჩუქრებს, ვნებიან კოცნებსა და მზრუნველობას. მის მიმართ თავადაც ასეთი უნდა იყოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ ურთიერთობის წლების მანძილზე შენარჩუნებას. მეუღლესთან ერთად ხშირად დაესწარით სპექტაკლებს, გამოფენებს, კინოსეანსებს. მეტი მზრუნველობა გმართებთ ასაკოვანი ნათესავების, მშობლების მიმართ. გამონახეთ დრო შვილებთან ურთიერთობისთვის, დაეხმარეთ ცხოვრებისეული საკითხების მოგვარებაში.