დედობა ქალს რადიკალურად ცვლის. ზოგს ერთი შვილის გაჩენა უჭირს, ზოგს კი 2, 3 და მეტი შვილი ჰყავს. საშიში არაფერია. გამოცდილი დედები გვიხსნიან, რატომ ჯობია 3 შვილი ერთს.
1. უკვე იცი, რას ნიშნავს, იყო დედა
პირველი შვილის გაჩენა გაურკვევლობაში ნახტომს ჰგავს. შეიძლება მილიონი წიგნი წაიკითხო დედობაზე, უყურო ვიდეოგადაცემებს, მაგრამ შვილის გაზრდის სქემა ყველას განსხვავებული აქვს. მეორე და მესამე შვილის გაჩენისას უკვე იცი, რას უნდა ელოდო; როგორ უნდა მოუარო ჩვილს, უკვე ისე აღარ გეშინია მასთან მარტო დარჩენის.
2. აღარ გერიდება დახმარების თხოვნა
პირველ შვილს ”იდეალური დედა” ჰყავს, რომელიც თავად აკეთებს ყველაფერს. მეორე და მესამე შვილის მოვლისას კი დახმარებას სთხოვ ოჯახის ყველა წევრს, ნათესავს, მეზობელს.
![](/media/images/stories/many1.jpg)
3. მეტი გამოცდილება გაქვს
მართალია, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, მაგრამ გამოცდილება და წლობით დაგროვილი ცოდნაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. უკვე შეგიძლია პამპერსის წამებში გამოცვლა, იცი, როდის უნდა გააქანო ბავშვი ექიმთან და როდის ჯობია მოცდა. პირველ შვილთან დაკავშირებულ ყველა წვრილმანს სხვა დედებთან ერთად ფორუმებზე განიხილავ, მესამე შვილის გაზრდის დროს კი თავად ხარ ”გუგლი”.
4. შეეჩვიე უძილობას
ჩვილებს დღე-ღამე არეული აქვთ და შეიძლება რამდენიმე დღე საერთოდ ვერ მოხუჭო თვალი, სანამ პატარა ძილის რეჟიმს დაარეგულირებს. სამაგიეროდ, მესამე შვილის გაჩენის დროს უკვე იცი, რომ ასე მოხდება და 1-2 საათში ახერხებ გამოძინებას.
![](/media/images/stories/mogzauroba/many3.jpg)
5. არ გჭირდება მათი გართობა
პირველ შვილის ”იდეალური დედა” სინდისის ქენჯნას განიცდის, თუ მისი შვილი მანეჟში მარტოა. სამი ბავშვი კი თავად პოულობს გასართობს. თანაც, სახლში მეტი მხიარულებაა.
6. უფროსი შვილები გეხმარებიან
ბავშვები სწრაფად იზრდებიან და ვერ მიხვდები, როგორ გაგიზრდიან პირველი და მეორე შვილები მესამეს და მომდევნოს. ელემენტარული დახმარებაც კი უდიდესი შვებაა დედისთვის.
![](/media/images/stories/mogzauroba/saqarTvelo/many5.jpg)
7. იცი, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება
როცა ერთი შვილი გყავს, ყველაფერი დაუსრულებლად გაწელილი გეჩვენება: ძუძუთი კვება, უძილო ღამეები, პამპერსების ცვლა... მესამე შვილის გაზრდისას კი უკვე იცი, რომ ბავშვები სწრაფად იზრდებიან და ნაკლებად ხარ განერვიულებული და დასტრესილი.