ყველაზე ნაზი კანი ქალს თვალის გარშემო აქვს. ეს ზონა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან მიმიკური ნაოჭები განსაკუთრებით თვალშისაცემია.
გთავაზობთ რამდენიმე ჯადოსნურ ნიღაბს ნაოჭების გასაქრობად:
ოხრახუშისა და კარტოფილის
დაგჭირდებათ: 1 სადილის კოვზი დაჭრილი ოხრახუში; 1 ცალი კარტოფილი; 1 ს/კ მზესუმზის ზეთი.
მომზადება: ერთ სადილის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 0,5 მდუღარე წყალი. გააჩერეთ 15 წუთი და გადაწურეთ. გახეხეთ უმი კარტოფილი და ერთ სადილის კოვზ მიღებულ მასას დაუმატეთ ოხრახუშის ნაყენის 2 ს/კ. კარგად გახსენით და ბოლოს ზეთიც დაუმატეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ მარლაში და დაიდეთ თვალებზე 15 წუთი. არ ჩამოიბანოთ, დაიტოვეთ. ნიღაბი უნდა გაიკეთ ყოველ საღამოს.
ზეითუნის ზეთის ნიღაბი
დაგჭირდებათ: 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ზეთოვანი ე ვიტამინის 1 კაფსულა.
მომზადება: შეურიეთ ერთმანეთში ეს ორი ინგრედიენტი, წაისვით თვალების გარშემო და გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ყინულის კუბი თვალის გარეთა მხრიდან შიგნითკენ წაისვით. ბოლოს, მკვებავი კრემი წაისვით და დროის გასვლის შემდეგ თეთრი ხელსახოცით ფრჩხილად მოიშორეთ.
შვრიისა და თაფლის ნიღაბი
დაგჭირდებათ: თითო სადილის კოვზი თაფლი და შვრიის ფქვილი და 1 ცალი კვერცხის ცილა.
მომზადება: თაფლი და შვრიის ფქვილი ერთმანეთში გადაურიეთ. ბოლოს დაუმატეთ კვერცხის ცილა. წაისვით პრობლემურ ადგილას, დააცადეთ გაშრობა და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კარტოფილის ნიღაბი
დაგჭირდებათ: 1 ცალი კარტოფილი, 2 ჩაის კოვზი ადუღებული რძე, ამდენივე ფქვილი.
მომზადება: უმი კარტოფილი გახეხეთ. 2 სადილის კოვზ მასას დაუმატეთ რძე და ფქვილი. მიღებული მასა დაიდეთ თვალების გარშემო, გაიჩერეთ 15 წუთი ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.