ზაფხული მიილია და დროა, გადავხედოთ გასულ მოვლენებს. როგორც ყოველთვის, ეპიცენტრში ამჯერადაც "ქათქათა" ბათუმი იყო. ქალაქი სავსე იყო არა მარტო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებით, არამედ ქართველი სელებრითებითაც.
იხილეთ ფოტოგალერეა
მთელი წლის დატვირთული სამუშაოსა და პირად ცხოვრებაში თავს გადახდენილი პრობლემების შემდეგ ქართველ ცნობილებს უდავოდ ეკუთვნოდათ დასვენება.
თუმცა დასვენებას ქართველმა სელებრითებმა სამუშაოც შეუთავსეს და ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-3 სეზონი საზეიმოდ გახსნეს. ufter-party DJ რემბოს მიეძღვნა, რომლის მუსიკის ქვეშ ქართულმა ბომონდმა კარგად მოილხინა.
ვის არ ნახავდით აქ: "ცეკვავენ ვარსკვლავების" გასული წლის მთელ შემადგენლობას, თიკა ჯამბურიასა და მარიკა თხელიძეს, ქრისტინე იმედაძესა და ამ ზაფხულის ჭორების გმირს, თვით ნინი ბადურაშვილსაც კი, რომელსაც სულაც არ ეტყობოდა, რომ ახალნამშობიარები და ყოფილ ქმართან, ირაკლი კუტალაძესთან ახალომგამოვლილი იყო.
ნახეთ ქართველი სელებრითების ბათუმური არდადეგების ამსახველი კადრები.
იხილეთ ფოტოგალერეა