ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის - თიკა კანდელაკის ვიდეო გავრცელდა, სადაც იგი გალაკტიონის უკვდავ ლექსს "უსიყვარულოდ" კითხულობდა.
ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მართალია, ტელეწამყვანი მთელი მონდომებით კითხულობდა ლექსს, მაგრამ ეს "თავგანწირვა" წყალში ჩაეყარა, რადგან სიტყვებს დამახინჯებულად გამოთქვამდა. ეს ფაქტი კარგა ხანს გახდა სოციალურ ქსელსა და ინტერნეტსივრცეში განსჯის საგანი.
გუშინ კანდელაკის მორიგი კაზუსი გავრცელდა. სკანდალური იმიჯის მქონე თინამ გადაწყვიტა, სოჭის ოლიმპიადის თემას შეხებოდა და თავისი აზრიც დააფიქსირა ამ თემაზე. მის "ფეისბუქის სტატუსს" თან ფოტოც ამშვენებდა. მასზე თინას ოლიმპიური ჩირაღდანი უჭირავს, ხოლო მაისურზე აწერია "საქართპელო-რუსეთი".
როგორც ჩანს, კანდელაკს ქართული მართლაც დაავიწყდა და მორიგი კორექტურული შეცდომა დაუშვა. ჩვენ ვაფასებთ მის მონდომებას, მაგრამ ქართველ ხალხს ამჯერად თინას თავგანწირვაზე მეტად ის უფრო დააინტერესებს, შეცდომით გაეპარა თუ მიზანმიმართულად დაიწერა კანდელაკმა საქართველოს ნაცვლად "საქართპელო".
იხილეთ ვიდეო: თინა კანდელაკმა გალაკტიონის "უსიყვარულოდ" ქართულად წაიკითხა
სოფო შევარდნაძე და თინა კანდელაკი ოპიმპიური ჩირაღდნებით პეტერბურგში