რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-ის მარკეტინგის მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი და რუსკა გამყრელიძე გოგონას მშობლები გახდნენ.
გეგასთვის ეს პირველი შვილია, მის მეუღლეს კი პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. როგორც ცნობილია, გეგას ყოფილი მეუღლე ეკა ზღულაძე გათხოვდა. ეკას მიხეილ სააკაშვილის ფრანგი მრჩევლისგან, რაფაელ გლუკსმანისგან ალექსანდრე შეეძინა.
ჩვენ რუსკა გამყრელიძის მამას, მამუკა გამყრელიძეს დავუკავშირდით და ახალშობილთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
- 10 იანვარს მესამედ გავხდი ბაბუა. გოგონა დაიბადა, მიქაელა.
- ბავშვისთვის ამ სახელის დარქმევა ვისი იდეა იყო?
- თუ არ ვცდები, გეგას ბაბუა, მიქაელი ომის გმირი იყო და მგონი, მის პატივსაცემად დაარქვეს. მიქაელა კაცის სახელ მიხაელის ქალის ვარიანტია. მიქაელა დედასთან ერთად უკვე სახლშია.
- ვის ჰგავს მიქაელა?
- ბავშვი ხომ პირველი ორი თვის განმავლობაში ხშირად იცვლის გარეგნობას. ჩემს უმცროს ქალიშვილს პირველი ორი თვე ცისფერი თვალები ჰქონდა და მესამე თვეს თაფლისფერი გაუხდა. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვერ გეტყვით, ვის ჰგავს. ხან დედას უფრო ვამსგავსებ და ხან - მამას.
- თქვენ არ გგავთ?
- იცით, ჯობია, არ მგავდეს.
- რატომ ხართ საკუთარი თავის მიმართ ასე კრიტიკულად განწყობილი?
- (იცინის) სჯობს, გოგო მე არ მგავდეს. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ არ დამემსგავსება.
- გეგა ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც მამა გახდა?
იხილეთ სრულად: reitingi.ge