"თუკი წინა წლებში პაციენტები უმეტესად გოგონები იყვნენ, წელს ეს ტენდენცია შეიცვალა და ხშირად ბიჭებიც მოგვმართავენ"
მოდური ტენდენციისთვის ჩატარებული სიცოცხლისთვის საშიში ექსპერიმენტები - ლეღვის ნახარში, ზეთი, იოდი, ჭარხლისა და სტაფილოს წვენები, "კოკა-კოლა" და ახალი საშუალება - აკვარელი(!)
ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატა გარუჯვის მოყვარულთა რიცხვმა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქართველებმა არც ამაში ვიცით ზღვარი. ალბათ, ყველას გახსოვთ ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის უამრავი შემთხვევა. წელს ლეღვის ნახარში, როგორც იქნა, ამოიღეს მოხმარებიდან, თუმცა მისი ჩანაცვლება იოდმა და აკვარელმა მოახერხა...
ნინო, 21 წლის: "საბავშვო ზეთს თუ 2-3 წვეთ იოდს დაუმატებთ, კარგ ფერს მიიღებთ. მე ასე ვირუჯები".
თათია, 25 წლის: "მე სტაფილოს წვენი ვიცი, საოცარი ეფექტი ჰქონია".
ლევანი, 22 წლის: "მე ლუდს ვისვამ ხოლმე, მაგრამ ესეთი რაღაცები უფრო გოგონების საქმეა".
თაკო, 32 წლის: "გამიგია, რომ "კოკა-კოლათი" ირუჯებიან".
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი-კომბუსტიოლოგი გუგა ქაშიბაძე:
- საბედნიეროდ, წელს არ დაფიქსირებულა ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის შემთხვევა. მხოლოდ ერთი ქალბატონი იყო, რომელსაც, ჩემი აზრით, ბოროტად გაეხუმრნენ - 86 წლისა იყო და სახსრები აწუხებდა, ეგონა, ლეღვის ნახარში განკურნებაში დაეხმარებოდა. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა და ქიმიური დამწვრობა მიიღო...
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge