სიყვარულს ყველა თავისებურად გამოხატავს. წიგნის "კოცნის მეცნიერება" ავტორი შერილ კირშენი ამტკიცებს, რომ კოცნით ბევრი საიდუმლოს ამოხსნა შეიძლება.
1. ერთი ტუჩის კოცნა
როცა ადამიანი ერთ ტუჩზეა ორიენტირებული, ეს სიყვარულის კოცნაა. ეს ბედნიერი წყვილის კოცნაა. არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდაა წყვილი, თუ წლებია ერთმანეთის საზოგადოებით ტკბება.
2. კოცნა ლოყაზე
ასეთი კოცნით ადამიანის მიმართ თქვენს სიმპათიასა და მიჯაჭვულობას გამოხატავთ. ეს მეგობრობისა და სინაზის ნიშანია. აქ იმდენად რომანტიკა არ არის, რამდენადაც სინაზე. ურთიერთობის დასაწყისში მუდამ ასეა, მაგრამ თუ კოცნისთვის ლოყა არაა საკმარისი, უკვე შეგვიძლია გრძნობაზეც დავფიქრდეთ.
3. კოცნა მოკუმული პირით
ასეთი კონცა მიუთითებს, რომ 100% კმაყოფილი არ ხართ პარტნიორით. თქვენ არ აძლევთ ადამიანს უფლებას თქვენს პირად სივრცეში შემოიჭრას. ჩარლზ დიკენსი ამბობდა: "არასდროს მოკუმოთ პირი მანამ, ვიდრე ვიღაც თავის გულის გახსნას ცდილობს თქვენთვის".
4. ფრანგული კოცნა
ასეთი კოცნა მიუთითებს, რომ პარტნიორის გაცნობა უფრო ახლოდან გსურთ. სიტყვები საჭირო აღარაა, თქვენ მასთან უფრო სერიოზული და თამამი ურთიერთობა გინდათ.
5. ადამიანი-ობაბას კოცნა
საკმაოდ სპონტანული კოცნაა. იგი მეტყველებს, რომ თქვენს ურთიერთობაში ბევრი სიურპრიზია. მუდამ ცდილობთ, თქვენი გრძნობა განსხვავებული მეთოდით გამოხატოთ და გააცოთ საყვარელი ადამიანი.
6. კოცნა-კბენა
ასეთ კოცნაში ვნება იგრძნობა, ფიზიკური ვნება; მაგრამ შეიძლება აგრესიის გამომხატველიც იყოს. ასეთი კოცნა მიუთითებს, რომ ინტიმური ცხოვრება აწყობილი გაქვთ. ასეთი კოცნა კიდევ უფრო აძლიერებს გრძნობას პარტნიორის მიმართ.
7. ნაზი კოცნა
ეს დაუვიწყარი კოცნაა. იგი უფრო აღაგზნებს, ვიდრე ამშვიდებს. ამ კოცნას სიამოვნებაც ახლავს და ნიშნავს, რომ თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს პარტნიორთან.
8. ანგელოზის კოცნა
ერთი პარტნიორი ნაზად კოცნის მეორეს, როცა მას სძინავს. თითქოს სურს, აკონტროლოს ყველაფერი და დაგიცვათ ყველაფრისგან. ასეთი კოცნა მიუთითებს, რომ ერთმანეთზე ზრუნავთ, გჯერათ ერთმანეთის და კმაყოფილები ხართ ამ ურთიერთობის.
9. სველი კოცნა
სექსუალური კოცნაა. წყვილი საქორწინო შეჯვარებისთვის მომზადებულ ვეფხვებს მოგვაგონებს. მამაკაცი ცდილობს ბატონობა მოიპოვოს პარტნიორზე, მაგრამ წინააღმდეგობას აწყდება. თქვენი ურთიერთობა, უფრო ვნებეზეა დამყარებული, ვიდრე სულიერებაზე.
10. ნისკარტები
მოკლე და სწრაფი კოცნა მოკუმული ტუჩებით და დახუჭული თვალებით, _ ძნელი გასარკვევია, გსურთ პარტნიორთან ურთიერთობის გაგრძელება, თუ უკვე მის დასრულებაზე ფიქრობთ.
11. კოცნა-პეპელა
ამ კოცნისთვის ტუჩები არაა საჭირო. შეყვარებულები ერთმანეთს თვალებით, წამწამებით "კოცნიან". ეს ახალჩამოყალიბებული სიყვარულის კოცნაა; გამოცდილ წყვილებში იშვიათად შეხვდებით. თქვენ გატაცებული ხართ პარტნიორით, შეიძლება ითქვას შეყვარებულიც და ასეთი უცოდველი კოცნა დროთა განმავლობაში შეიძლება ვნებიან კოცნაში გადაიზარდოს.