1. დაიწყეთ დღე ღიმილით. არაფერი ასე არ მოქმედებს პოზიტიურ განწყობაზე.
2. დალიეთ ყოველი საუზმის წინ ერთი ჭიქა წყალი.
3. დაიწყეთ სირბილი.
4. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე.
5. ისწავლეთ დღის დაგეგმვა.
6. ყოველდღიურად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.
7. იფიქრეთ პოზიტიურად.
8. გაიმართეთ წელში და ისე იარეთ.
9. აკეთეთ დილის ვარჯიშები.
10. იკვებეთ მოწესრიგებულად: 4-5-ჯერ დღეში, ერთსა და იმავე დროს.
11. დაივიწყეთ ლიფტი, იარეთ კიბეზე ფეხით.
12. დილაობით მიიღეთ კონტრასტული შხაპი – ეს გამოფხიზლებაში უფრო უკეთ დაგეხმარებათ, ვიდრე ერთი ფინჯანი ყავა.
13. გამოიძინეთ. მიეჩვიეთ დაწვეთ და ადგეთ ერთსა და იმავე დროს.
14. მოიწყვეთ ყოველდღიური სეირნობა სუფთა ჰაერზე.
15. მოიმზადეთ წინასწარ მეორე დღის ტანისამოსი.
16. წელიწადში ერთხელ გაიარეთ საერთო სამედიცინო გამოკვლევა.
17. ყოველთვის მაშინვე ჩაინიშნეთ საინტერესო აზრები და სასარგებლო იდეები, რაც თავში მოგივათ.
18. სვით საკმარისი რაოდენობის სუფთა, უგაზო წყალი: არანაკლებ 1500 მლ-სა დღეში.
19. გაანიავეთ ოთახი ძილის წინ. იძინეთ სიგრილეში.
20. ყოველდღიურად ოთახის დალაგებას დაუთმეთ 15 წუთი მაინც.
21. ასიამოვნეთ საკუთარ თავს: საყიდლებით, კოსმეტიკური პროცედურებით ან უბრალოდ, კარგი ფილმის ყურებით მეგობრულ კომპანიაში – ეს ძლიერი პოზიტივოთერაპიაა.
22. გადაივლეთ შხაპი ძილის წინ.
23. აწარმოეთ საოჯახო ბუღალტერია. აკონტროლეთ ხარჯები.
24. სამსახურიდან შინ დაბრუნებულმა სასიამოვნო მუსიკის ქვეშ რელაქსაციას 15 წუთი დაუთმეთ.
25. კვირაში ერთხელ წადით აბანოში ან საუნაში.
26. დააკვირდით, რას მიირთმევთ. გამორიცხეთ რაციონიდან ფასტ-ფუდი და სხვა მძიმე საკვები.
27. ერთი კვირა მაინც იყავით ვეგეტარიანელი. იქნებ მოგეწონოთ!
28. ისწავლეთ კლავიატურაზე "ბრმა ბეჭდვის" მეთოდი.
29. იყავით პუნქტუალური.
30. უთხარით ადამიანებს კომპლიმენტები, იყავით კეთილგანწყობილი.
31. კვირაში 2-3-ჯერ თითო საათი სპორტს დაუთმეთ.
32. ავარჯიშეთ ტვინი: შეისწავლეთ ლექსები, ამოხსენით კროსვორდები, ითამაშეთ ჭადრაკი.
33. შეისწავლეთ დღეში 10 უცხოური სიტყვა.
34. ყოველდღიურად კითხვას დაუთმეთ 30 წუთი.
35. დაურეკეთ საყვარელ ადამიანებს, მშობლებს, უბრალოდ, მოსაკითხად.
36. დაკავდით იოგით ან სუნთქვითი ვარჯიშებით.
37. აწარმოეთ პირადი დღიური და ჩაწერეთ იქ ყველა თქვენი მიღწევა.
38. ისაუბრეთ ლამაზად და გამართულად. გამორიცხეთ ლექსიკონიდან უხამსი სიტყვები.
39. ფოტოაპარატით დააფიქსირეთ მნიშვნელოვანი მომენტები.
40. გააკეთეთ თვალების ვარჯიშები.
41. ყოველდღიურად მიირთვით რძემჟავა პროდუქტები: უცხიმო ხაჭო, იოგურტი დანამატების გარეშე, მაწონი ან კეფირი.
42. გადადით ჭვავის პურზე.
43. გადაივლეთ ფეხის ტერფებზე ცივი წყალი – ეს არაჩვეულებრივი გამაკაჟებელი პროცედურაა.
44. სახლში ყოფნისას ნუ დაჯდებით კომპიუტერთან 2 საათზე მეტხანს.
45. გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა.
46. მოაშორეთ სახლიდან გამოუყენებელი ნივთები.
47. ისწავლეთ ახალი, ყოველდღიურად შეიტყვეთ რაიმე საინტერესო.
48. სვით ახალგამოწურული წვენები.
49. გაატარეთ დასვენების დღეები შინაარსიანად: გადით ბუნებაში, წადით ექსკურსიაზე, დატკბით ახალი პეიზაჟებით და ახალ ადამიანებთან ურთიერთობით.
50. იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. დაიმახსოვრეთ: ოცნებები – რეალობისგან წასვლა არ არის, არამედ მასთან მიახლოების საშუალება.
იხილეთ ასევე: