ეს ქალი 26 წლის ამანდაა, რომელიც 100 კილოზე მეტს იწონიდა და ერთ წელიწადში 40 კილოს დაკლება შეძლო. ქალი ყოველთვე ფოტოს იღებდა და მასთან ერთად მთელი ინტერნეტი აკვირდებოდა მის წონაში კლებას. ჩვენ გვინდა ამანდას 3 საიდუმლო გაგიმხილოთ.
1. დაიწყეთ მეტი ცილის ჭამა
ცილის დიეტა "ჯანმრთელ" გახდომას უწყობს ხელს. დიეტოლოგებმა დაამტკიცეს, რომ იგი ადამიანს დიაბეტის, გასუქების, ოსტეოპოროზისა და მავნე ქოლესტერინისგანაც იცავს. ექიმებია აზრით, ადამიანი არასდროს იღებს საკმარის ცილას. ორგანიზმი მას დიდხანს ამუშავებს და ადამიანიც თავს დიდხანს გრძნობს დანაყრებულად. გარდა ამისა, ცილა აუცილებელია კუნთოვანი სისტემისთვის. ამიტომ, დიეტაზე მყოფებმა უნდა მიირთვან საქონლის, ქათმისა და ინდაურის ხორცი, რძისა და ზღვის პროდუქტები.
2. დაიცავით გარკვეული წესები
ჭამეთ დღეში ხუთჯერ, - 3 სრულყოფილი კვება და 2 წახემსება. გამოიყენეთ პატარა თეფშები, რათა მცირე ულუფები მიირთვათ.
ჭამეთ ნელა. მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული.
3. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა
ახალმა დაკვირვებამ დაამტკიცა, რომ გახდომას, ხელს უწყობს, ყოველდღიური მცირე დატვირთვის ვარჯიშები. ეცადეთ, ყოველდღე 30 წუთი მაინც ივარჯიშოთ.
თუ ინტენსიურად ივარჯიშებთი, იმაზე მეტს შეჭამთ, ვიდრე, ჭამთ ხოლმე. დაივიწყეთ ლიფტი, იარეთ ფეხით - ესეც ფიზიკური დატვირთვაა.