წერტილოვანი მასაჟი – ეს რაღაც ხუმრობა სულაც არ არის... ეს სრულფასოვანი სამედიცინო ტექნოლოგიაა, რომლის საკუთარ თავზე გამოცდა ყველა ჩვენგანს არგებდა. აკუპუნქტურა და წერტილოვანი მასაჟი ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას უკვე ათიათასობით წელია უგვარებს!
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მეთოდის ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი სხეულის თითოეული ორგანო ენერგეტიკული არხების მეშვეობით პირდაპირ არის დაკავშირებული სხეულზე განლაგებულ სხვადასხვა წერტილთან. ამიტომაც, თუკი გსურთ, გაიუმჯობესოთ ამა თუ იმ შინაგანი ორგანოს მუშაობა, უბრალოდ, იპოვეთ მისი შესაფერისი წერტილი სხეულზე და სისტემატურად დაიმასაჟეთ.
ახლა კი მოგიყვებით, რომელი წერტილების დამასაჟებით შეძლებთ დაიკლოთ წონაში. პრაქტიკა – ნაცადია და ის 1000 წლისაა!
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილის სტიმულირებით უმჯობესდება საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა, აკონტროლებს შიმშილის გრძნობას და მადას, აქვეითებს შფოთვის სიმპტომებს (ანუ გვამშვიდებს, როცა ტკბილეულისკენ მიგვიწევს გული).
1. წერტილი ყურზე
ამ წერტილის მასაჟით დაჩქარდება მეტაბოლიზმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პროცედურით ზედმეტ ცხიმს დაწვავთ.
მნიშვნელოვანია, რომ ეს წერტილი ცერა თითით დაიზილოთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ, 3-3 წუთი.
პროცედურის შემდეგ აშკარად იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. მოგეხსნებათ დაღლილობა ხელებიდან, ფეხებიდან, მხრებიდან.
2. წერტილი სახეზე
ეს წერტილი ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის მდებარეობს. ეს წერტილი დღეში 2-ჯერ უნდა დაიმასაჟოთ 5-5 წუთის განმავლობაში.
ეს პროცედურა დაგეხმარებთ გააკონტროლოთ შიმშილის გრძნობა. თუკი გრძნობთ, რომ სტრესის დროს ბევრს ჭამთ, მაშინ ეს ვარჯიში ზუსტად თქვენთვის არის!
3. წერტილი ფეხზე
ეს წერტილი ყველაზე გამოყენებადია აკუპუნქტურაში. ის არა მხოლოდ აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არამედ ახშობს ორგანიზმში ანთებით პროცესებს. ასევე ცნობილია, რომ ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს.
წერტილი მდებარეობს შუა წვივზე, მუხლიდან 5 სმ-ით დაბლა. დაიმასაჟეთ ეს წერტილი ძლიერი წრიული მოძრაობებით ყოველდღე 2 წუთის განმავლობაში და კუჭის ჯანმრთელობა გარანტირებული გექნებათ.
ოღონდ დარწმუნდით, რომ თითის დაწოლისას გრძნობთ მსუბუქ დისკომფორტსა და ტკივილს. სხვაგვარად ეფექტი არ იქნება!
4. სახსარი
ეს უმნიშვნელოვანესი წერტილია ჩვენს სხეულზე, რომელზეც გადის ჩვენი ენერგიის ყველა მერიდიანი. ამ წერტილის სტიმულირების შედეგად, გათავისუფლდებით სხეულის ზედმეტი სიმხურვალისა და სითხისგან, გაუმჯობესდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება.
დაიმასაჟეთ ეს წერტილი დღეში მინიმუმ ერთხელ ერთი წუთის განმავლობაში.
5. წერტილი წვივზე
ეს წერტილი ფეხის წვივის შიდა მხარეს მდებარეობს. დააწექით მას ხელის შუა თითით 1 წუთის განმავლობაში, დღეში ერთხელ. მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ სუნთქვა. ისუნთქეთ ნელა და ღრმად.
თუკი თქვენ მთელ ამ რუტინას ჩვევად აქცევთ და სისტემატურად გაიკეთებთ წერტილოვან მასაჟს, თქვენი მეტაბოლიზმი ორჯერ დაჩქარდება. შედეგად გახდებით ბევრად ენერგიული, ხოლო ზედმეტი ცხიმი ნელ-ნელა მოგშორდებათ და აღარასოდეს დაგროვდება.