ცხიმების ნახშირწყლებზე მეტი ოდენობით მოხმარება - ნამდვილი აღმოჩენაა წონაში დასაკლებად, ირწმუნება დიეტოლოგიის სამყაროს ახალი ვარსკვლავი, ბესტსელერის, "Eat Bacon, Don't Jog"-ის ავტორი გრანტ პეტერსონი.
მრავალი წლის განმავლობაში პეტერსონი ცდილობდა ჩვეული ხერხით გახდომას: უარი თქვა ცხიმებზე და ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში ვარჯიშობდა. თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო.
ამის შემდეგ მომავალმა გურუმ უამრავი დიეტა გამოსცადა და მიხვდა, რომ მოხმარებული კალორიების ბალანსის შეცვლა საკმარისი არ არის.
ყველაფერი ინსულინის ბრალია
როდესაც ნახშირწყლებს იღებთ, სწორედ ინსულინია საჭირო იმისათვის, რომ ნახშირწყლები მკვებავ გლუკოზად იქცეს. მას კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს.
თუ დღეში მხოლოდ 50 გრამ ნახშირწყალს მიირთმევთ (მაგ. ერთი ნაჭერი პური და 1 ბანანი), სხეული "კეტოზის" მდგომარეობაში შევა და დაწვავს ცხიმს ენერგიის მისაღებად. ეს იდეა გახლავთ პეტერსონის მეთოდით წონაში კლების სისტემის ამოსავალი წერტილი.
მიირთვით თევზი, ხორცი, ავოკადო
მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად, უნდა დავაბალანსოთ ორგანიზმში ცხიმიანი მჟავების, ომეგა-6-ისა და ომეგა-3-ის ერთმანეთთან მიმართება.
ამისათვის უნდა მივიღოთ ორაგული, მოლუსკები, კრევეტები, კიბორჩხალები. საჭირო მჟავებით ასევე მდიდარია ზეთის ხილი, ავოკადო და თხილი.
ტრადიციული საუზმის ნაცვლად დალიეთ კარაქიანი ყავა
დაუმატეთ დილის ფინჯან ყავას 3-4 კოვზი კარაქი. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, დაუმატეთ საუზმეს ბუტერბროდი ან 3 კვერცხი.
უარი თქვით დიდი რაოდენობით შაქრის შემცველ ხილზე
როდესაც სეზონურ ხილს, ხანდახან არცთუ ისე ტკბილ ხილს მიირთმევთ, ეს კარგია, მაგრამ მაღაზიაში ნაყიდ, გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე აუცილებლად უარი უნდა თქვათ. "ხილის შაქარი" - ფრუქტოზა პირდაპირ ღვიძლს მიეწოდება. თუ მას ფრუქტოზის დიდი ოდენობით გადამუშავება მოუწევს, ნორმალურად ფუნქციონირებას ვერ შეძლებს.
არ მიირთვათ კვერცხის ცილა, ომლეტი და კარტოფილი
კვერცხის გული კვერცხის საუკეთესო ნაწილია. ცილა კი 50%-ით კვერცხუჯრედის ცილას შეიცავს, 50%-ით კი ცხიმს. კარტოფილი: არავითარ საკვებ ნივთიერებას, გარდა კალიუმისა, იგი არ შეიცავს. თუმცა მდიდარია სახამებლით, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მიირთვით ბერძნული იოგურტი
იგი ცხიმის დაბალი შემცველობით უნდა იყოს, უშაქრო და მომჟავო.
ბერძნული იოგურტის წყალობით მიიღებთ ცილისა და სასარგებლო ნახშირწყლების მარაგს. შეგიძლიათ, მასში ცოტაოდენი ახალი ხილიც დაამატოთ.