კიტრის რაციონში გამოყენებაზე დაფუძნებული დიეტა.
კიტრის დიეტა
კიტრი სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან წმენდს მას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს ნაწლავებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ეს ბოსტნეული ისრუტავს ზედმეტ სითხეს და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ორგანიზმის სრული დეტოქსიკაცია სურს.
ეს დიეტა 10 დღე გრძელდება. საჭიროა დაამატოთ გარკვეული პროდუქტები რაციონში. დიეტის წყალობით, წონაში 7 კილოგრამს დაიკლებთ, რადგან ის დაფუძნებულია კიტრზე - შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ დროს, როცა შიმშილს იგრძნობთ.
დღიური გეგმა
საუზმე:
2 მოხარშული კვერცხი
კიტრის სალათა
წახემსება:
5 ქლიავი, 1 დიდი ვაშლი ან ატამი
სადილი:
1 ნაჭერი ხორბლის პური და კიტრის სალათა
კიტრის სალათა: 400 გრ კიტრი, 200 მლ კეფირი, მარილი, ხახვი
სამხარი:
კიტრის შეიკი
ინგრედიენტები: 1 კიტრი, 1 ვაშლი და ისპანახი
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, კარგად მოურიეთ და უმალვე დალიეთ, რათა სასმელმა არ დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები.
ვახშამი:
ნებისმიერი ხილი (300 გრ)