სასწაულმოქმედი საშუალებები, რომლებიც 1 კვირაში 10 კგ-ს დაგაკლებინებთ ჯანმრთელობის დაუზიანებლად, არ არსებობს. გასახდომად და შედეგის შესანარჩუნებლად, საჭიროა სპორტით დაკავდეთ და კვებას მიაქციოთ ყურადღება.
გთავაზობთ გემრიელი და სასარგებლო სასმლის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ წონაში სწრაფად დაკლებასა და სასურველი შედეგის მიღებაში.
საჭირო მასალა
1 ღერი ნიახური
1 საშუალო კიტრი
250 მლ ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
2 ნაჭერი ანანასი
დააბლენდერეთ ინგრედიენტები ერთგვარი მასის მიღებამდე. მზა სასმელში არ შეიძლება მარილის, შაქრის ან პილპილის დამატება.
დალიეთ წვენი მომზადებიდან 15 წუთში, რათა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს. უნდა მიიღოთ დილით, უზმოზე.
თუ სასმლის მიღებას სპორტსა და სწორ კვებას შეუთავსებთ, საგრძნობ ეფექტს უკვე 1 კვირაში მიიღებთ - მუცელი ზომაში დაიკლებს.
რაში მდგომარეობს წვენის საიდუმლო?
ნიახური ძალიან დაბალკალორიული პროდუქტია. მასში შემავალი უჯრედისი კუჭში ღვივდება და ქმნის შევსების ეფექტს. გარდა ამისა, უჯრედისის რაციონში გაზრდა, დიეტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.
ნიახურის მსგავსად, კიტრიც შეიცავს უჯრედისს და ამ პროდუქტების კალორიულობაც ემთხვევა. კიტრი წყლითაა მდიდარი, ამიტომ ეხმარება ორგანიზმს საჭირო 2 ლიტრი წყლით მომარაგებაში.
ნიახურიც დიდი ოდენობით უჯრედისს შეიცავს. გარდა ამისა, მას შარდმდენი ეფექტი აქვს.
100 გრ ანანასი შეიცავს 1 გ არახსნად უჯრედისს. ამასთან, მისი ენერგეტიკული ღირებულება გახლავთ 50 კკალ. გარდა ამისა, ანანასი აუმჯობესებს სასმლის გემოს.