წონაში დაკლების პრობლემა ბევრი ქალბატონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემაა.
ხშირად ხდება, რომ დიეტას ის შედეგი არ აქვს, რისი მიღებაც ასე გვსურდა. როგორც იცით, ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა გარკვეული პერიოდის წინ ცხიმების მოყინვის პროცედურა ჩაიტარა.
მან ახლახან „ინსტაგრამზე“ ვიდეოების მეშვეობით გაგვიმხილა ის დეტალები, რაც მის შემთხვევაში მოყინვის პროცედურას მოჰყვა. ამასთანავე, აღნიშნა, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ ყოველივეს, თუ სწორ ადგილას მივალთ.
„თბილისში რომ ვიყო, ბევრ პროცედურას მივმართავდი. ამ მხრივ აქ, ამერიკაში სიძვირეა და ხელი მეშლება.
გადავწყვიტე, ჩემი ხრიკები გაგიზიაროთ.
მე წონაში ისევ მოვიმატე. ზამთარში ეს გასაკვირი არაა. ცხიმიც მომემატა, რაც ცუდია. მაგრამ მთავარი პრობლემური ზონები რაც მქონდა, იქ ცხიმი მთლიანად გაუჩინარდა და არაფერი მომატებია. ვგულისხმობ ზონებს, სადაც პროცედურა გავიკეთე.
ეს ყველაფერი ლიპოსაქციას ძალიან ჰგავს. აპარატია, რომელსაც იმ ზონაზე გადებენ, რომელიც პრობლემურია.
ძირითადად, მუცლისა და ფეხის ზონაზე ტარდება, რადგან ეს უფრო მოთხოვნადია.
მტკივნეული საერთოდ არაა და სასიამოვნო შეგრძნებაც კი არის.
ამის შემდეგ ცხიმი დნობას იწყებს.
სჯობს, ამ პროცედურას ახალ წელს მიმართოთ, რადგან უფრო დიდი ფასდაკლებებია ხოლმე. იმ კონკრეტულ წერტილებში ცხიმი დიეტის დარღვევის შემდეგაც არ მოგემატებათ. ამიტომ ნუ იფიქრებთ: „ახლა ბევრს შევჭამ, ჩავსკდები და ბარემ ახალი წლის შემდეგ მივხედავ“.
მნიშვნელოვანია, რომ სწორ სალონში მიხვიდეთ, სადაც ნამდვილად კარგად აკეთებენ.
თეძოების ზონაც საკმაოდ პრობლემურია. ხომ ხდება ისეც, რომ დიეტას იცავთ, სწორად მიჰყვებით, მაგრამ პრობლემურ ზონას ვერაფერს უხერხებთ.
იმ ერთ ნაწილს ამ ჩარევით ერთხელ და სამუდამოდ გააქრობთ.
რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის და ცხიმები ორგანიზმიდან მარტივად, ბუნებრივი გზით გამოიდევნება.
გავიპრანჭოთ, ვიყოთ ლამაზები და 2020 წელს განახლებული გარეგნობით შევხვდეთ. ეს პროცედურა ლიპოსაქციაზე გაცილებით იაფი ჯდება და ვფიქრობ, რომ იგივე შედეგი აქვს. ყველაზე მეტი ცხიმი სწორედ თეძოების და დუნდულების ნაწილში მქონდა და ახლა ეს პრობლემა აღარ მაწუხებს".