ყველა დიეტა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და მათი ეფექტი ხშირად სხვადასხვაგვარია.
ახლა ვისაუბრებთ იმ პროდუქტებზე, რომლებიც ჩვენს წონაზე გავლენას ახდენს.
თუ მათი დათმობა არ შეგვიძლია, სჯობს პორციები შევამციროთ. ეს იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. ბევრი მათგანის შესახებ უკვე გვაქვს ინფორმაცია, თუმცა იქნებ რამე გამოგრჩათ?
- "ფასტ-ფუდი"- სპეციალისტები ამბობენ, რომ სწრაფი კვების საჭმელები, მათ შორის, კარტოფილი ფრი, არამხოლოდ წონაზე, არამედ ორგანიზმზეც ცუდად აისახება და ორგანიზმში შლაკების დაგროვებასაც უწყობს ხელს. ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს, სად და როგორ მოამზადეს.
- ლორი - ღორის კისრის ხორცის პაწაწინა ნაჭერი ხშირად სპეციალური გადამუშავების შემდეგ სხვა ფორმას იძენს და მასში მინარევები მეტია, ვიდრე თვითონ ხორცი. თუ თავად მოამზადებთ ისე, რომ მინარევები არ გამოიყენოთ, მაშინ თქვენი ჯანმრთელობა შედარებით დაცული იქნება.
- სუში ხომ არ დაგავიწყდათ? იცით, რომ გამოკვლევების შედეგად, ჰამბურგერზე კალორიული აღმოჩნდა?
- აკონტროლეთ პურ-ფუნთუშეულის მიმართ სიყვარულიც და ეცადეთ, რომ ალტერნატივა მოუძებნოთ. იზრუნეთ არა მხოლოდ წონაში დაკლებაზე, არამედ იმაზეც, რომ ამასობაში თქვენი ორგანიზმი არ გამოიფიტოს. კარგ დიეტოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
- ბანანი, ლეღვი, მანგო, ყურძენი და ხურმა - მიჩნეულია, რომ ისინი წონაში მატებას ხელს უწყობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სისტემატურად მივირთმევთ.
- საქმე მხოლოდ საჭმელს არ ეხება. გაზიანი სასმელები თქვენი პირველი მტერია. ერთი შეხედვით, ბევრს მიაჩნია, რომ ისინი წონის მომატებას ხელს სულაც არ უწყობს, მაგრამ კვლევების თანახმად, ეს პირიქითაა.
- ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ ლუდი არ ასუქებს, თუმცა, თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს წონაში მატებისკენ, ცხადია, ეს სასმელიც უნდა გამორიცხოს. იგივე შეიძლება ითქვას ცილოვან კოქტეილებზეც.