ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვების რეჟიმი უკვე აუცილებელ ტენდენციადაა ქცეული. თითქმის ყველა თანამედროვე გოგონა ცდილობს, რომ სპორტით დაკავდეს, მიიღოს ნაკლები შაქარი, მეტი ცილები და ამცირებენ ნახშირწყლების მიღებას.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის, ვისაც კარტოფილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ამავდროულად წონაში დაკლება სურს? ამაზე პასუხს ამ სტატიიდან გაიგებთ.
ალისა ფუზეევა, დიეტოლოგი: ნახშირწყლები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედებენ. მათ სხვადასხვა გლიკემიური ინდექსი აქვთ.
მაგალითად, რესზისტენტული სახამებლის მიღების შემთხვევაში 1,5 კალორია უდრის 1გ. (ხოლო ნახშირწყლების უმეტესობის შემთხვევაში 4 კალორია = 1გ )
ეს უფრო გამოსადეგი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სწორი კვების რეჟიმის დაცვა სურს.
თუ სწორად მოვიქცევით, ეს ყველაფერი ორგანიზმისთვის ერთგვარი დეტოქსი იქნება.
- რეზისტენტული სახამებელი ჩვეულებრივისგან განსხვავებით წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, ასევე რეკომენდებულია დიაბეტიანი ადამიანებისთვის, მათთვის ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს და კვებას აკონტროლებს.
სინამდვილეში ჩვენი ორგანიზმი რეზისტენტულ სახამებელს ხშირად იღებს. (როგორც წესი, ეს ხდება ექიმის დანიშნულების და კონტროლის გარეშე)
იმიტომ, რომ ის გვხვდება შვრიის, მწვანე ბანანის, ოსპის, ლობიოს და სიმინდის შემადგენლობაშიც კი.
- რაც უფრო მწვანეა ბანანი, მით უკეთესი. იმიტომ, რომ რაც უფრო ყვითელია მასში მეტი შაქრის და ჩვეულებრივი სახამებლის კონცენტრაციაა, შესაბამისად იმ ღირებულებას კარგავს, რომ თქვენ წონაში დაკლებაში დაგეხმაროთ.
თუ წონაში დაკლება გსურთ, დღეში ორჯერ მიირთვით კერძები, რომელიც რეზისტენტულ სახამებელს შეიცავს.
- მაგალითად, საუზმეზე მოიმზადეთ შვრიის ფაფა კენკრით.
- ლანჩისთვის ოსპი, ორაგულით და ბოსტნეულით.
ამ მარტივი წესით შეგიძლიათ 2 კვირაში 3 კილოგრამი, ან მეტი დაიკლოთ.მთავარია აკონტროლოთ პორციები, მიხედოთ ჯანმრთელობას და შეეცადოთ წონის შენარჩუნებას.