ამ დიეტის მეშვეობით 7 დღეში 10 კილოგრამს ვიკლებთ და ამასთან, ვინარჩუნებთ წონას, პლუს ვწმენდთ ორგანიზმს წიდებისა და შლაკებისგან.
დღე პირველი:
სმის დღე (ვსვამთ, რასაც გვინდა (ალკოჰოლის გარდა), მათ შორის, ბულიონს).
დღე მეორე:
ბოსტნეულის დღე (მივირთმევთ სალათებს ნებისმიერი რაოდენობით. სასურველია, შედიოდეს კომბოსტო, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს).
დღე მესამე:
სმის დღე.
დღე მეოთხე:
ხილის დღე (მივირთმევთ ნებისმიერ ხილს, სასურველია, ცხიმისმწველი გრეიპფრუტიც).
დღე მეხუთე:
ცილოვანი დღე (მივირთმევთ კვერცხს, მოხარშულ ქათმის ფილეს, შეგვიძლია იოგურტიც).
დღე მეექვსე:
სმის დღე
მეშვიდე დღე:
საუზმე: უშაქრო ჩაი, 2 მოხარშული კვერცხი. სამხარი: ხილი. სადილი: ბულიონი (შეგიძლიათ მოამზადოთ მსუბუქი წვნიანი ბრინჯით ან წიწიბურით). წახემსება: ხილი. ვახშამი: მარილითა და ზეთით შენელებული სალათა.
დიეტა მკაცრია, მაგრამ - ძალიან ეფექტური!