"ქართველი დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ხურმის მეშვეობით თვეში 3-5 კილოგრამს მოიშორებთ" – წერს ერთ-ერთი რუსული საიტი.
"ხურმის გამოყენება, რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტური და სწრაფი მეთოდია ზედმეტ წონასთან საბრძოლველად. ხურმა შეიცავს, პრაქტიკულად, ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს, რაც აუცილებელია ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის. საკმარისია, დღეში მხოლოდ ერთხელ, სადილის მაგივრად ერთი ხურმის მიღება, რომ თვეში 3-5 კილოგრამით მსუბუქი გახდებით" – აცხადებს ქართველი დიეტოლოგი ვანო კულულაშვილი.
ხურმის ეფექტურობაზე კვლევა 64 მოხალისეზე ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ნაყოფი ისევე ეფექტურად წვავს ცხიმს, როგორც დატვირთული სპორტული ვარჯიში. ამასთან, ცდის მონაწილეებს, რომლებიც 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხურმის დიეტაზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.
ხურმის დიეტა უფრო ეფექტური იქნება, თუ ყოველდღიურ რაციონში დიდი რაოდენობით წყალსა და ბალახის ჩაის ჩართავთ.