მუცელი – ბევრი ქალისთვის ყველაზე პრობლემური ზონაა. ცხიმი, რომელიც სხეულის ამ ნაწილში გროვდება, ყველაზე რთული დასაწველია, თუმცა მისი მოცილება შესაძლებელია.
გარდა იმისა, რომ ჩამოკიდებული, მოშვებული მუცელი ულამაზოდ გამოიყურება, ეს ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება.
დიდი მუცელი რიგი დაავადებების გამომწვევია – მაგალითად, დიაბეტისა და გულის სხვადასხვა პრობლემის.
იმისათვის, რომ კარგადაც გამოვიყურებოდეთ და ჯანმრთელობაც არ გავიუარესოთ, მივხედოთ ჩვენს სხეულს.
მაშ ასე, თუკი დიდი ხანია ოცნებობ ლამაზ და მოხდენილ სხეულზე, წაიკითხე ეს 6 რეკომენდაცია და დარწმუნდი, რომ ბრტყელი მუცელი – ეს მიღწევადი მიზანია!
ნუ დააყრი საჭმელს მარილს და შენი მუცელი დღითიდღე დნობას დაიწყებს! მარილი სხეულის შეშუპებას იწვევს – ის აბსოლუტურად უსარგებლო სანელებელია. უმჯობესია, შეცვალო ის სხვადასხვა ნატურალური სანელებლითა და ბალახით.
გაიხსენე იმის შესახებ, რომ ლამაზ მუცელს არ უყვარს მარილიანი საჭმელი, როცა ხელი გაგექცევა მისკენ. ამასთან, როცა მარილს გადაეჩვევი, პროდუქტების ნამდვილ გემოსაც შეიგრძნობ.
მიირთვი მეტი ცილოვანი საკვები, ბოსტნეული და ეცადე, რაციონიდან სრულიად ამოიღო ნახშირწყლები. თუნდაც ერთი კვირით – მაშინვე ნახავ შედეგს. რა შეგიძლია მიირთვა? კვერცხი, ყველი, ხაჭო, თხილი, უცხიმო ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ხანდახან – ყავისფერი ბრინჯიც. კატეგორიულად არ შეიძლება კარტოფილი, მაკარონი, პურ-ფუნთუშეული. დაიცავი ეს დიეტა მხოლოდ და მხოლოდ ერთი კვირა და ნახავ, როგორ საგრძნობლად შემცირდა შენი წელის გარშემოწერილობა. თუმცა, შიმშილის გრძნობაც არ უნდა დაუშვა, ცილით გამდიდრებული პროდუქტები საკმარის ენერგიას მოგცემს და დაგანაყრებს.
თუკი კვების ამ რეჟიმს ერთი კვირის განმავლობაში დაიცავ, შედეგი საგრძნობლად შესამჩნევი იქნება. გარდა ამისა, მარილის, წიწაკისა და კონსერვანტების გარეშე კვება – ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. და თუ ამ წესებს ვარჯიშსაც დაუმატებ, შედეგი ბრწყინვალე იქნება. უბრალოდ, სულ ცოტა მონდომება და მიზნისთვის მიღწეული გაქვს!