წონის დაკლების პრობლემა ჩვენს ბებიებსაც აწუხებდათ, მაგრამ მათ საიმედო საშუალება სცოდნიათ და დღეს სწორედ ამ საიდუმლო რეცეპტს გაგიმხელთ.
მეცნიერებების მიერ დამტკიცებულია, რომ დაფნას აქვს დამამშვიდებელი, შარდმდენი და ანტიჰიპერტონიული თვისებები. გახდომის რეცეპტის მთავარი ინგრედიენტიც დაფნაა. გთავაზობთ 3 რეცეპტს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და დაიკელით კვირაში 5 კილო.
პირველი რეცეპტი
დაფნის სამ ფოთოლს დაასხით 300 მლ წყალი, წამოადუღეთ, გააჩერეთ 3-4 საათი. გადაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი სამჯერ დღეში, ჭამამდე 10 წუთით ადრე. გახსოვდეთ, ეს ნაყენი სამ დღეზეა გათვლილი. მისი ხანგრძლივად მიღება დაუშვებელია.
მეორე რეცეპტი
დაფნის 30 ცალ ფოთოლს დაასხით 4 ჭიქა მღუღარე წყალი. გააჩერეთ მთელი ღამე. გადაანაწილეთ სამ დღეზე და სვით პატარა ყლუპებით. სამი დღის განმავლობაში, როცა დაფნის ნაყენს სვამთ, არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი, არ უნდა ჭამოთ ხორცი და საკვებიც დაბალკალორიული უნდა იყოს.
მესამე რეცეპტი
ერთ ლიტრ მდუღარე წყალში ჩააგდეთ დარიჩინის ჩხირი და დაფნის 5 ცალი ფოთოლი. ადუღეთ 15 წუთი. გააჩერეთ, გადაწურეთ, გადაანაწილეთ და მიიღეთ სამი დღის მანძილზე უზმოზე.
რეკომენდაციები
თუ საკვებს არ შეამცირებთ და დაბალკალორიულ საკვებზე არ გადახვალთ, დაფნის ნახარშის სმა წონის კლებაში ვერ დაგეხმარებათ. ნაყენის სმას დიეტა და მსუბუქი ვარჯიშიც უნდა შეუთავსოთ. დაფნის ნაყენი კი პარალელურად ორგანიზმს გაწმენდაში დაეხმარება.
სასურველია, დაფნის ნაყენი კვირაში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში დალიოთ. მისი სმა მეტად არ გააგრძელოთ.
დაფნის ნაყენის სმა დაუშვებელია მათთვის, ვისაც გასტრიტი, წყლული, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული ანთება, შეკრულობა აწუხებს. აგრეთვე, მისი დალევა დაუშვებელია მეძუძური ქალებისა და ფეხმძიმეებისთვის. აგრეთვე, ბავშვებისთვის 12 წლამდე.
გახსოვდეთ, რომ დაფნა ალერგიული მცენარეა. ამიტომ, ფრთხილად უნდა იყვნენ ისინიც, ვინც ალერგიულია.
დაფნა საშიშია მათთვის, ვისაც გული, ღვიძლი ან თირკმელები აწუხებს.
უკუჩვენებების მიუხედავად, დაფნის ფოთოლი საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა. თუმცა, უნდა დაიცვათ მისი მიღების დოზა და წესები.
ასევე იხილეთ:
დარიჩინისა და დაფნის ფოთლის ჩაი წონაში სწრაფი კლებისთვის