პირველი ვარჯიში: ღრმად ჩაისუნთქეთ, მაქსიმალურად გამოზნიქეთ მუცელი, დაითვალეთ ხუთამდე, მოდუნდით, პირით ამოისუნთქეთ და მუცელი შეზნიქეთ.
ისევ შეიჩერეთ სუნთქვა. სამი, ორი, ერთი. ისევ ჩაისუნთქეთ. გაიმეორეთ ვარჯიში იმდენჯერ, რამდენი წლისაც ხართ. თუ პირველ ჯერზე გაგიჭირდებათ, აკეთეთ რამდენჯერმე დღის განმავლობაში. ეს ვარჯიში შეგიძლიათ აკეთოთ ნებისმიერ დროს, თქვენი ქმედება გარშემო მყოფებისთვის შეუმჩნეველ დარჩება. ეს ვარჯიში ამასაჟებს მუცლის ორგანოებს და ებრძვის ცხიმგროვებს.
მეორე ვარჯიში
"გაბრაზებული კატა" - დადექით ოთხზე, იატაკს ხელისგულებით დაეყრდენით. მაქსიმალურად ჩაისუნთქეთ ცხვირით, ამოღუნეთ ზურგი. თავი მკერდისკენ ჩასწიეთ. წარმოიდგინეთ, თითქოს კატა ძაღლს შეხვდა და გაბრაზდა. დაითვალეთ რვამდე და მოდუნდით, ამოისუნთქეთ. დაბრუნდით საწყის პოზაში. გაიმეორეთ სამჯერ.
მესამე ვარჯიში
მას, ალბათ, ფიზკულტურაზე აკეთებდით. ისიც ცხიმის დაწვაში გეხმარებათ. დაწექით სწორ ზედაპირზე. ფეხები ოდნავ მოხარეთ და მიაბჯინეთ იატაკს. ახლა წამოიზნიქეთ და მარცხენა იდაყვი მიადეთ მარჯვენა მუხლს. დაბრუნდით საწყის პოზაში. ახლა მარჯვენა იდაყვი მიადეთ მარცხენა მუხლს. პირველ ჯერზე არ გადაიღალოთ, თორემ შემდეგში აღარ მოგინდებათ ამ ვარჯიშის გაკეთება. უმჯობესია, დატვირთვას ნელ-ნელა მოუმატოთ. გაგიუმჯობესდებათ გვერდითი კუნთების მდგომარეობა, მოგცილდებათ ცხიმი.
მეოთხე ვარჯიში
ყველაზე საინტერესო და მარტივი ვარჯიშია. დაწექით ზურგზე. მუხლები მაქსიმალურად ფართოდ გასწიეთ. ახლა მარჯვენა ტერფი მარცხენა მუხლის ქვეშ ამოიდეთ, მარცხენა - მარჯვენას ქვეშ. ეს ვარჯიში გვერდით კუნთებს გაგიმკვრივებთ, მაგრამ პირველ ჯერზე დიდხანს გაჩერდებით. მყესები არ დაგეჭიმოთ. ხელისგულები სხეულთან ახლოს, იატაკზე მიაბჯინეთ. მოდუნდით, იფიქრეთ სასიამოვნოზე, ოღონდ არ ჩაგეძინოთ. 2-3 წუთის შემდეგ ადექით. მიიღეთ კონტრასტული შხაპი. მასაც ცხიმისმწველი ეფექტი აქვს.
აი, ასე, დღეში 10 წუთი დაუთმეთ ვარჯიშს და ხალისიც მოგემატებათ და მუცლიდან ცხიმიც მოგშორდებათ.